reportiori.ge - აშშ თურქეთს მოუწოდებს, ერაყიდან ჯარები გაიყვანოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 14:47
მსოფლიო
აშშ თურქეთს მოუწოდებს, ერაყიდან ჯარები გაიყვანოს
ავტორი:
17 დეკემბერი, 2015. 12:18



აშშ თურქეთს მოუწოდებს, ერაყიდან ჯარები გაიყვანოს, - შესაბამისი განცხადება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ერაყის პრემიერ-მინისტრ ჰეიდარ ალ-აბადისთან სატელეფონო საუბარში გააკეთა.



მანამდე ბაიდენი თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმე დავუთოღლუს ესაუბრა და განაცხადა, რომ ერაყის ჩრდილოეთში თურქული სამხედრო ძალების განლაგება ერაყის მთავრობასთან შეუთანხმებლად მოხდა.



სატელეფონო საუბარში ჯო ბაიდენმა და ალ-აბადიმ აღნიშნეს, რომ ერაყის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო ძალები მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვით უნდა იმყოფებოდნენ. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ ერაყის სუვერენიტეტს მხარს უჭერს.



თურქეთმა რამდენიმე ასეული სამხედრო და ტანკები ერაყის ქალაქ მოსულის სიახლოვეს მდებარე ქალაქ ბაშიკში განალაგა. ანკარაში აცხადებენ, რომ ჯარისკაცები „ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში ჩართულ ქურთ მებრძოლებს გაწვრთნიან.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016