reportiori.ge - ალექსანდრე ელისაშვილი: მესიჯების შინაარსი აუცილებლად გამოჩნდება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 04:36
საზოგადოება
ალექსანდრე ელისაშვილი: მესიჯების შინაარსი აუცილებლად გამოჩნდება!
ავტორი:
17 დეკემბერი, 2015. 23:29



„სჯობს პროკურატურამ ექსპერტიზის შედეგად ტელეფონში არსებული ეს-ემ-ეს-ების შინაარსი თავად გაასაჯაროოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შინაარსი აუცილებლად გასაჯაროვდება", - განაცხადა საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან.


„გამოძიებას ვურჩიე, რომ ამ მესიჯების შინაარსი აუცილებლად გამოჩნდება, მაგრამ სჯობს მათ გამოაჩინონ, რათა სახე შეინარჩუნონ. მე კანონს პატივს ვცემ და ფეხდაფეხ მივყვები გამოძიებას. სჯობს პროკურატურამ გამოაჩინოს ეს-ემ-ეს-ების შინაარსი", - განაცხადა ელისაშვილმა.


„გამოძიება მიდის სადღაც სხვაგან და არა იქ, სადაც უნდა მიდიოდეს. მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით ცხარე საუბარი გვქონდა. ჩემთვის გაუგებარი იყო ყიჟინი რატომ დასცეს, როდესაც ექსპერტიზის პასუხი არ იყო მოსული. ეს იყო სამარცხვინო საქციელი პროკურატურის მხრიდან, რომ გამოხტნენ და ზეიმობდნენ იმას, რომ ინბოქსში არ აღმოჩნდა ეს-ემ-ეს-ები. ძალიან აინტერესებდა პროკურატურას მიეღო პასუხი, სადმე სხვაგან ხომ არ მაქვს შენახული მესიჯები. ნატამალი რწმენა აღარ მაქვს პროკურატურის", - განაცხადა ელისაშვილმა.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016