reportiori.ge - ლევან მამალაძე: „რეპორტიორს“ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 04:33
საზოგადოება
ლევან მამალაძე: „რეპორტიორს“ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი...
ავტორი:
17 დეკემბერი, 2015. 23:37


„სააკაშვილისეულ ელექტრო პროვიკაციებს ხიდაშელი დღესაც იყენებს!"- ამის შესახებ განცხადებას ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.


„დღეს 12 საათზე საინფორმაციო სააგენტო „მარშალპრესის" ოფისში ჩემი ბრიფინგი გაიმართა. მედია საშუალებებს წინასწარ შევატყობინეთ, რომ ბრიფინგი პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სიის შედგენისას ხიდაშელასა და ბესელიას კორუფციულ გარიგებებს შეეხებოდა. ბრიფინგს პრესისა და ტელევიზიის ყველა წერმომადგენელი ესწრებოდა. როგორც კი საუბარი დავიწყე შუქი გამოირთო. რა თქმა უნდა ელექრტო ენერგიის გამორთვას შეიძლება რეალური მიზეზი ჰქონდეს, მაგრამ ინტერნეტ პროვაიდერის გამორთვამ, ეჭვი გაგვიჩინა. როგორც გაირკვა, თავდაცვის სამინისტროს სატელეფონო ზარის საფუძველზე გათიშეს კორპუსი სადაც „მარშალპრესი" არის განთავსებული. ასევე ინსტრუქცია მიუციათ, „თუ ჟურნალისტებმა დარეკეს, ავარია არისო ესე თქვითო". ხიდაშელს ინსტრუქციაში გამორჩა, რომ ინტერნეტ პროვაიდერის გათიშვა რამეთი უნდა აეხსნა. სასაცილოა ნამდვილად, საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და სოციალური ქსელების ერაში სააკაშვილისეულ მეთოდების გამოყენება. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა საინფორმაციო სააგენტო „რეპორტიორს", რომელმაც ბრიფინგის ჩატარების საშუალება მოგვცა."- წერს მამალაძე სოციალურ ქსელში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016