18 დეკემბერს, 19:00საათზე, სასტუმრო „Hotels & Preference Hualing Tbilisi"-ში გაიმართება 2015 წლის მაშტაბური ღონისძიება, „ქართული ბრენდის დღე 2015". რიგით მე-13 ნაციონალური ბრენდების დაჯილდოების ცერემონიას წარმოგიდგენთ საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო „პროფილი" . ამ დღეს დაჯილდოვდება ქართული ბრენდები ნომინაციებში:
ლიდერი
ნდობა და რეპუტაცია
წარმატებული ახალი ქართული ბრენდი
წარმატებული ტელეპროექტი
ბრენდ პერსონა
ქართული ბრენდების პოზიციონირება რამდენიმეთვიანი კვლევების შედეგად ირკვევა. 13 წლიანი ისტორიის მანძილზე 500 -მდე ქართული ბრენდი დაჯილდოვდა. 2015 წლის მთავარი ბრენდების ვინაობა სულ მალე გახდება ცნობილი.
პროექტის პარტნიორები: აისო საერთაშორისო ხარისხის სერთიფიცირების კომპანია „დეა იტალია"; „European and Georgian Organization" (EGO); პროექტი„აწარმოე საქართველოში".
გენერალური სპონსორი: სამშენებლო კომპანია „სვეტი"
პროექტის სპონსორები: ესთეტიკური კლინიკა ''დერმა, სამშენებლო კომპანია „დაგი", „ჯეოქორდი" „სტაგი ჯგუფი";
საინფორამციო მხარდამჭერები :
„მაესტრო" „იმედი", „იბერია" , „საპატრიარქოს ტელევიზია", „რადიო ფორტუნა", „ფორტუნა პლუსი", ჟურნალი „სარკე", „პრაიმ ტაიმი", „პალიტრანიუსი" საინფორმაციო სააგენტო „პირველი", ინტერნეტჟურნალი „ფანტაიმი"