„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის თავმჯდომარე ლევან ვასაძე ეკლესიის მიმართ გახშირებულ აგრესიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყანაში ეკლესიის, ოჯახური და ეროვნული ტრადიციების დაცინვა და შეურაცხყოფა ბუნებრივ მოვლენად იქცა. ამის შესახებ ვასაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე ხელისუფლებას გარკვეული რეკომენდაციებით მიმართა.
„გვიახლოვდება კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ტრაგედიის გამომწვევი, ე.წ. დიდი ოქტომბრის რევოლუციის ასი წლის თავი. იქნებ, მათ შორის ამიტომაც, მთელ მსოფლიოში ისევ ტრიალებს მესამე მსოფლიო ომის სახიფათო სურნელი, არნახულად გაზრდილია ძალადობა და აგრესია, ტრადიციული ქვეყნების ცხოვრებაში დემოკრატიისა და ლიბერალიზმის დაცვის სახელით უხეში სამხედრო ძალის ჩარევის შედეგად იხოცება და სახლიდან იდევნება მილიონობით ადამიანი.
ჩვენს ქვეყანაშიც, რომელიც ბუნებრიავია, კაცობრიობის საერთო სახლის ნაწილია, ვხედავთ ამ აგრესიის მკვეთრ, ლოკალურ გამოვლინებებს. როგორც ყოველთვის, აგრესიის მთავარი სამიზნე არის ჩვენი ეკლესია, ოჯახი და ჩვენი ეროვნული ღირებულებები. ქვეყნის ცენტრალური ტელეარხებიდან, რომლების აბსოლუტური უმრავლესობაც ქცეულა გაუნათლებლობის, უგემოვნობის, აგრესიისა და უზნეობის მთავარ წყაროებად, გაისმის მოწოდებები ეკლესიაზე შეტევისაკენ, ჩვეულებრივ ამბად იქცა საჯაროდ ცნობილი, გარყვნილი არაადამიანების მხრიდან ქართული ოჯახური და ეროვნული ტრადიციების დაცინვა და შეურაცხყოფა.
როგორც ყველა უკანონო ნაშიერს შეეფერება, ჩვენმა ლიბერალებმა არც კი იციან საკუთარი წარმომავლობა. მათ არც განათლება და არც ინტელექტი არ ჰყოფნით, ესმოდეთ, რომ იმავე უწმინდური საწყისის ნაქნავი არიან, რომელმაც შექმნა კომუნიზმი, ფაშიზმი და საერთოდ ყველა სხვა ანტიჰუმანური იდეოლოგიური „იზმი". ისინი არა მხოლოდ წარმომავლობით, არამედ გეოგრაფიული წარმოშობითაც, ერთი წყაროდან მომდინარეობენ და სიცოცხლეს უმწარებენ ერებს უკვე მეოთხე საუკუნეა. ისევე როგორც ბოლშევიკები მე-20 საუკუნის დასაწყისში, ასევე ჩვენი თანამედროვე ლიბერალებიც, თავიანთ მთავარ მტრად მიიჩნევენ ჩვენს ეკლესიას და ტრადიციულ ღირებულებებს, ბოლშევიკების ტყუპისცალი რიტორიკით სარგებლობენ და ყველა ხერხით ებრძვიან მათ პროგრესისა და ჰუმანურობის დროშას ყალბად ამოფარებულები. ხოლო ლიბერალების მიერ მათივე მოძმე ბოლშევიკების გინება, კიდევ ერთხელ ახასიათებს მათ როგორც ეშმაკის ურთიერთმოძულე შვილებს და მათ დემონურ წარმომავლობას კიდევ ერთხელ უტყუარად ადასტურებს.
ამ ვითარებაში მინდა მივმართო ჩვენი სახელმწიფო ხელისუფლების ფორმალურ და არაფორმალურ საჭეთმპყრობელებს: ხალხში, ამათი შემხედვარე, იზრდება და ნაპირებში აღარ ეტევა სამართლიანი აგრესია. თქვენმა უმოქმედობამ, სირაქლემასავით თავის ქვიშაში მალვამ, ჭინკების უცხოელი სპონსორების წინაშე კანკალმა, რომელიც დიდი ხანია გასცდა სიფრთხილეს და გადაიზარდა სიმხდალეში, უკვე მიგიყვანათ ხალხისათვის მიუღებელი, ნულპროცენტიანი რესპუბლიკური პარტიის თქვენს კოალიციაში ჩართვამდე, ანტიდემოკრატიულად მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონამდე, არც დაგაზავათ ჭინკებთან და თქვენს მოსახლეობასთანაც შეგარცხვინათ. თქვენმა უუნარობამ, გემოქმედათ სამართლიანობის აღსადგენად, თქვენმა რიხით დაწყებულმა და ფახით ჩაფარცხულმა საქმეებმა გამოიწვია თქვენი საწყენი დისკრედიტაცია. ყველაზე საშიში კი ის არის, რომ ამგვარი პოლიტიკის გაგრძელებამ შეიძლება სავალალო შედეგი გამოიღოს ჩვენს სახელმწიფოში, შედეგი, რომელიც ასე სურთ ჭინკებს და ასე არ სურს ნორმალურ ადამიანს.
უკვე დაიწყო ჭინკების ცემა-ტყეპა ხალხის მხრიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ეს არის თქვენი პასიურობის შედეგი. როდესაც ხალხი ხედავს, რომ მის ღირსებას არ იცავს მისი არჩეული კანონიერი ხელისუფლება, იგი საკუთარ ხელში იღებს ამ ღირსების დაცვის სადავეებს.
ამიტომ ისმინეთ თქვენი არა მოწინააღმდეგის, არამედ ყველაფრის მიხედავად, თქვენი გულშემატკივრის შეგონება:
1. სასწრაფოდ მიიღეთ საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ცვლილებები და შექმენით საზოგადოებრივი კომისია, რომელიც უმკაცრესად გააკონტროლებს მასმედიასა და უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოების საქმიანობას საქართველოში, რომელიც მკაცრად დასჯის და მოღვაწეობას აუკრძალავს თითოეულ მათგანს ქვეყნის ტრადიციული ღირებულებების შეურაცხყოფის შემთხვევაში;
2. წარმოადგინეთ წინა რეჟიმის მიერ რეპრესირებული მოქალაქეებისა და საქმოსნების რეაბილიტაციისა და კომპენსაციის პროგრამა;
3. მიეცით კანონიერ პასუხისგებაში კანონის დამრღვევი წინა რეჟიმის მტარვალი იდეოლოგები, რომლებიც აგრძელებენ თავისუფლად ცხოვრებას ჩვენს ქვეყანაში, ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას და საჯაროდ დასცინიან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას.
თუ ამ ღონისძიებების გატარების პროცესში თქვენ გამოიწვევთ შეშფოთებას გარკვეულ უცხოურ წრეებში, ქვეყნის მოსახლეობა მხოლოდ თქვენი მადლობელი იქნება. თუ ამავე პროცესში საქართველოს დააქვეითებენ ჭინკური ე.წ. „თავისუფლების" რეიტინგებში, მიიღეთ ეს როგორც ჯილდო და ნიშანი იმისა, რომ ეტყობა რაღაცას აკეთებთ ქვეყნის სასიკეთოდ.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, ჩვენს ქვეყანას ელოდება კიდევ უფრო მეტი, როგორც შიდა, ასევე გარე ფაქტორებით გამოწვეული არეულობა და განსაცდელი, ხოლო თქვენ კი - იმ მატერიალური ძალაუფლებისა და რესურსების დაკარგვა, რომელსაც, გეჩვენებათ, რომ ასე ჭკვიანურად უფრთხილდებით", - განაცხადა ლევან ვასაძემ.