„ერთ დროს ტელევიზიადწოდებულ რეალ-ტივის და მის ალისტრახო-დოქსოპულო ჭურნალისტებს იდეური მემკვიდრე გამოუჩნდა აიტივის სახით", - ჟურნალისტი ბექა სივსივაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:
„თავად შევესწარი ამ ფაქტს და როცა კამერა-მიკროფონ მომარჯვებული ჟურნალისტები შევნიშნე, სიმართლე გითხრათ, დასაწყისში ვიფიქრე, რომ ალბათ ავჭალის მაჟორიტარი საკრებულოს წევრის, ყველა ქართველის საყვარელი გენერლის კობა კობალაძის და მისი მშრომელი ბიუროს წევრების შესახებ უნდა აუწყონ მაყურებელს-თქო.
ვიფიქრე, რომ ისაუბრებენ წყალსადენის და კეცხოველის კაპიტალურად რეაბილიტირებული ქუჩების შესახებ.
ვიფიქრე, რომ ისაუბრებენ ოთხშაბათის ტრადიციული მიღების შესახებ, სადაც ყოველ ჯერზე 50-60 კაცი ელოდება მაჟორიტარისგან დახმარებას.
ვიფიქრე, რომ ისაუბრებენ კულა გლდანელის სახელობის დარბაზზე, რომელსაც ამჟამად უტარდება კაპიტალური რეაბილიტაცია.
ვიფიქრე, რომ ისაუბრებენ, მაჟორიტარის შუამდგომლობების შედეგად როგორ დამონტაჟდა არაერთ ქუჩაზე გარე განათება, შეიცვალა ამორტიზირებული წყლის მილი, მოეწყო ფანჩატურები, მინი-სტადიონები და ასე შემდეგ...
აღარაფერს ვამბობ უმწეო მოქალაქეებისადმი საკუთარი ჯიბიდან გაღებულ ასეულობით ლარზე და სხვა სიკეთეებზე, რადგან მისი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
და რაც ასევე მნიშვნელოვანია - ყურადღებას გაამახვილებენ, როგორ ცდილობს მაჟორიტარი კობალაძე, 2016 წლის ბიუჯეტში მაქსიმალური ასახვა მოხდეს იმ დარჩენილი პრობლემებისა, რაც ავჭალაშია და რომელზეც ზრუნვა გენერლის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.
თურმე, ვის აინტერესებს დაუღალავი შრომა, წარმატებული პროექტი, მოსახლეობის პრობლემატიკაზე ორიენტირება და მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადაჭრილი თემები.
გემახსოვრებათ ინტერნეტში გავრცეებული ფრაზა: დედა, აგი ნაციონალი ყოფილა! ზუსტად ასე მოხდა აქაც: თურმე, აგენი ალისტრახოები ყოფილან!
ყველაფერი მოისმინეს, გადაიღეს... თუმცა საბოლოოდ სიუჟეტი გავიდა, სადაც მეტრო „სარაჯიშვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე შემთხვევით გამვლელი მოქალაქეები (რომელთაგან ნაკლებად სავარაუდოა, რომელიმე ავჭალელი იყოს) აცხადებენ, რომ კობა კობალაძეს არ იცნობენ!
ვაი თქვენს პატრონს, ამ სიუჟეტის შემთითხვნელებო და განმახორციელებელო ალისტრახოებო! გეტყოდით, სირცხვილი თქვენ-თქო, მაგრამ რომელ სირცხვილზე და სინდის-ნამუსზე უნდა ელაპარაკო დოქსოპულოებს?! დოქსოპულოს ხომ დედა არ ჰყავს!" - წერს ბექა სივსივაძე და აზიარებს ვიდეოსიუჟეტს, რომელიც itv-მ მოამზადა.