„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ის თავმჯდომარე ლევან ვასაძე ევროკავშირთან ვიზა-ლიბერალიზაციას მიესალმება. ამის შესახებ ვასაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აქვე განმარტა, რომ მას ერთი საკითხი აწუხებს, თუ როგორ შეინარჩუნებენ ევროპაში წასული ადამიანები ქართველობას.
„ვიზა-ლიბერალიზაცია ძალიან კარგია. ეს იწვევს მოსახლეობის მობილურობას, კაპიტალურ მობილურობას და ამაში ცუდი არაფერი არ არის. გაისმის შიშები, რომ ქვეყანა დაიცლება. მესმის ეს შიშები, მაგრამ მეცნიერებს მიაჩნაით, რომ ჩვენი ეთნოსი აქ მინიმუმ 6 000 წელია ცხოვრობს და მსგავსი რამ არ მომხდარა, რომ მილიონი კაცი 20 წლის მანძილზე ერთიანად წასულიყოს ქვეყნიდან.
მე სხვა რამ მაწუხებს. ძალიან მაწუხებს, თუ როგორ შევინარჩუნებთ ქართველობას უცხოეთში. ქართველს რაც მეტგან ექნება გასავალი და საქმის კეთების საშუალება, ეს დამატებით გამოწვევებს იწვევს. მაგრამ ვიზა-ლიბერალიზაცია მაინც კარგია და მე მიხარია ეს", - განაცხადა ლევან ვასაძემ.