„ეს საბაბი ყოველთვის ექნება გუგუშვილს, რომელი ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს, რათა თავი დაიძვრინოს და გააგრძელოს სოცქსელიდან ბილწსიტყვაობა!" - ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ:
„გავეცანი ფინეთის სამართალდამცველთა დოკუმენტს, რომელიც წარედგინა ამავე ქვეყანაში მცხოვრებ ბესარიონ გუგუშვილს, რომ დაიკითხოს ზვიად გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით და დაკითხვას დაესწროს ქართული მხარეც. თუმცა ბესარიონ გუგუშვილი კატეგორიულ უარს აცხადებს, ვინაიდან ძიება მიმდინარეობს მკვლელობის და არა თვითმკვლელობის მუხლით. იმიზეზებს, რომ უკვე თითქოსდა არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს ძიება.
მეორე მიზეზად აცხადებს, რომ დღევანდელი პროკურატურა მემკვიდრეა შევარდნაძის ხუნტის და გამორიცხავს თანამშრომლობას. რაც სრული აბსურდია!
ეს საბაბი ყოველთვის ექნება გუგუშვილს, რომელი ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს, რათა თავი დაიძვრინოს და გააგრძელოს სოცქსელიდან ბილწსიტყვაობა! ამავე დროს კონკრეტულ პიროვნებებს არ ასახელებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ „არსებობენ გარკვეული ადამიანები, ვინც პრესის ფურცლებზე თავს მესხმიან და ცილს მწამებენ, ამიტომ როგორ დავრუნდე საქართველოშიო" - ეს კიდევ ერთი აბსურდული მიზეზია!
ცუღლუტობს და მოითხოვს, ტელევიზიის პირდაპირი ეთერში დამკითხეთო, რაც სრული ცინიზნია და მეტი არაფერი (საინტერესოა, პირდაპირ ეთერში დაკითხვა აღარაა ხუნტასთან თანამშრომლობა?). მთავარ პროკურატურას კი მოვუწოდებ, რომ იმოქმედონ არა მხოლოდ დაკითხვით, არამედ დაიწყოს ექსტრადირების საკითხი „მოწმე" სამეულის!!!" - წერს შონია.