reportiori.ge - ირაკლი შონია: ეს საბაბი ყოველთვის ექნება გუგუშვილს, რომელი ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 04:55
საზოგადოება
ირაკლი შონია: ეს საბაბი ყოველთვის ექნება გუგუშვილს, რომელი ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს
ავტორი:
18 დეკემბერი, 2015. 16:23


„ეს საბაბი ყოველთვის ექნება გუგუშვილს, რომელი ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს, რათა თავი დაიძვრინოს და გააგრძელოს სოცქსელიდან ბილწსიტყვაობა!" - ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ:


„გავეცანი ფინეთის სამართალდამცველთა დოკუმენტს, რომელიც წარედგინა ამავე ქვეყანაში მცხოვრებ ბესარიონ გუგუშვილს, რომ დაიკითხოს ზვიად გამსახურდიას საქმესთან დაკავშირებით და დაკითხვას დაესწროს ქართული მხარეც. თუმცა ბესარიონ გუგუშვილი კატეგორიულ უარს აცხადებს, ვინაიდან ძიება მიმდინარეობს მკვლელობის და არა თვითმკვლელობის მუხლით. იმიზეზებს, რომ უკვე თითქოსდა არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს ძიება.

 

მეორე მიზეზად აცხადებს, რომ დღევანდელი პროკურატურა მემკვიდრეა შევარდნაძის ხუნტის და გამორიცხავს თანამშრომლობას. რაც სრული აბსურდია!

 

ეს საბაბი ყოველთვის ექნება გუგუშვილს, რომელი ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს, რათა თავი დაიძვრინოს და გააგრძელოს სოცქსელიდან ბილწსიტყვაობა! ამავე დროს კონკრეტულ პიროვნებებს არ ასახელებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ „არსებობენ გარკვეული ადამიანები, ვინც პრესის ფურცლებზე თავს მესხმიან და ცილს მწამებენ, ამიტომ როგორ დავრუნდე საქართველოშიო" - ეს კიდევ ერთი აბსურდული მიზეზია!

 

ცუღლუტობს და მოითხოვს, ტელევიზიის პირდაპირი ეთერში დამკითხეთო, რაც სრული ცინიზნია და მეტი არაფერი (საინტერესოა, პირდაპირ ეთერში დაკითხვა აღარაა ხუნტასთან თანამშრომლობა?). მთავარ პროკურატურას კი მოვუწოდებ, რომ იმოქმედონ არა მხოლოდ დაკითხვით, არამედ დაიწყოს ექსტრადირების საკითხი „მოწმე" სამეულის!!!" - წერს შონია. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016