reportiori.ge - სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლებმა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე იმსჯელეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 04:32
საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლებმა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე იმსჯელეს
ავტორი:
18 დეკემბერი, 2015. 20:44


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ოსაძე ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" მიერ ორგანიზებულ შეხვედრას დაესწრო. შეხვედრა მიზნად ისახავდა  ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესრულების ერთწლიანი მონიტორინგის შედეგების შეჯამებას. ანგარიშზე ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივად მუშაობდა და მასში ევროკავშირთან ასოცირების  დღის წესრიგით ნაკისრი, მათ შორის უკვე შესრულებული  ვალდებულებებია  განხილული. 


არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანდაცვისა და პატიმრებისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით პოზიტიური სიახლეებია. კერძოდ, განვითარდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და დაიხვეწა მენეჯმენტის საქმიანობა. ასევე, აღნიშნულია, რომ უწყება სპეციალური საჭიროების მქონე მსჯავრდებულებისთვის უკეთესი პირობების შესაქმნელად  განაგრძობს  მუშაობას, რათა მათ ადეკვატური და შესაბამისი მკურნალობა დროულად ჩაუტარდეთ.


 „შეხვედრა ასოცირების  დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების  ერთწლიანი მონიტორინგის შედეგების შეჯამებას ისახავდა მიზნად. შეხვედრაზე, ხაზი გაესვა იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სამინისტრომ განახორციელა. საუბარია,  წამების და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის ფარგლებში გატარებულ ყველა ღონისძიებაზე, სამედიცინო მომსახურებაზე და ასევე, იმ ცვლილებებზე, რომელიც სამინისტრომ 2016 წელს უნდა განახორციელოს. ცალსახაა რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის აღნიშნული ვალდებულებების შესრულება ძალზედ მნიშვნელოვანია" - განაცხადა ნინო ოსაძემ.


შეხვედრაზე საკუთარი მოასზრებები არასამთავრობო ორანიზაციებმაც დააფიქსირეს. ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" დირექტორის, ქეთი ხუციშვილის განცხადებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ შესრულებულ ვალდებულებებში ორი ძირითადი მიმართულებაა განსაკუთრებით ხაზგასმული.


წარმოვადგინეთ ანგარიში თუ როგორ სრულდებოდა ასოცირების ხელშეკრულება და   ასოცირების დღის წესრიგი. ანგარიში მოიცავს ერთ წელს და მასში საუბარია იმ წარმატებებსა და მიღწევებზე რომელიც ქვეყანას ჰქონდა და ასევე, იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე რჩება. რაც შეეხება სასჯელაღსრულების უწყებას, აღნიშნულია რომ მართვის თვალსაზრისით ბევრად გაუმჯობესებული სიტუაციაა, ასევე ბევრად უკეთესი მდგომარეობაა ჯანდაცვის თვალსაზრისით" - განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016