reportiori.ge - თაკო ჩარკვიანი: ვიზალიბერალიზაცია! აბა ჰე საქართველო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 04:13
საზოგადოება
თაკო ჩარკვიანი: ვიზალიბერალიზაცია! აბა ჰე საქართველო!
ავტორი:
18 დეკემბერი, 2015. 22:19


„ვიზალიბერალიზაცია! ბოლო დროს ასე არაფერი გამხარებია, რა მაგარია, აბა ჰე საქართველო!"- ასე ეხმაურება თაკო ჩარკვიანი ევროკომისიის დასკვნას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით.


დღეს ევროკომისიის დასკვნა გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპის მინისტრების საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას ევროპის ქვეყნებში  მხარს უჭერენ.


უვიზო მიმოსვლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში მყოფ 22 ქვეყანაში შეძლებენ უვიზოდ მოგზაურობას, ეს ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, იტალია, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი და ჩეხეთი.


ასევე შენგენის ზონაში მყოფი ამ 22 ქვეყნის გარდა, შესაძლებელი იქნება უვიზოდ მოგზაურობა შენგენის კანდიდატ ქვეყნებშიც. ასეთი ოთხი ქვეყანაა - ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი და ხორვატია.


უვიზო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებშიც - ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეიცარია. აქაც აუცილებელი იქნება ბიომეტრიული პასპორტი.


მოგზაურობა ამ კონკრეტულ ქვეყნებში შესაძლებელია 90 დღის განმავლობაში. საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ეს 90 დღე გადაანაწილონ და გამოიყენონ ის 180 დღის განმავლობაში, ან ერთიანად. ანუ, უვიზო მიმოსვლა გულისხმობს შემდეგ ფორმულას- 6 თვის განმავლობაში შენგენის ზონაში შეგიძლიათ იყოთ მხოლოდ 90 დღე.


მოგზაურობისათვის საჭიროა ბიომეტრიული პასპორტი, რომელსაც ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 6 თვე ექნება დარჩენილი. ამასთან მესაზღვრემ შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები, მაგალითად, უკან დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, მოწვევა, ან თუ სამკურნალოდ მიდიხართ, კონკრეტული საავადმყოფოს დამადასტურებელი დოკუმენტი. 


თუკი საქართველოს ბიომეტრიული პასპორტი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეს, ეს ცვლილება მათაც ავტომატურად ეხება.


ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ უვიზო მიმოსვლა არ გულისხმობს დასაქმებისთვის გზის გახსნას.

გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე კიდევ ორი ინსტანციაა გასავლელი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016