reportiori.ge - ცოტნე გამსახურდია: ხალხის ქცევებს რომ დააკვირდები, მიხვდები, რომ ევროპასთან ბევრი არაფერი აქვთ საერთო...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 04:41
საზოგადოება
ცოტნე გამსახურდია: ხალხის ქცევებს რომ დააკვირდები, მიხვდები, რომ ევროპასთან ბევრი არაფერი აქვთ საერთო...
ავტორი:
18 დეკემბერი, 2015. 22:51


ცოტნე გამსახურდია საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციას ულოცავს, თუმცა აღნიშნავს, რომ იმედია ევროპული კულტურა საქართველოს საზოგადოების კულტუტურლ გაზრდს შეუწყობს ხელს.

 

„აბა, გილოცავთ ვიზალიბერალიზაციას, ევროპული კარის გაღებას... ბოლობოლო დასრულდა ჩვენ აქეთ-იქეთ წოწიალი, მაგრამ ესეც უნდა ვთქვა: თბილისის ქუჩებში რომ გამოხვალ და ადამიანების ქცევებს დააკვირდები, მიხვდები, რომ ამ ხალხს - ფეხით და მანქანით მოსიარულეებს - ევროპასთან ბევრი არაფერი აქვს საერთო...

 

და მაინც, იმედია ეს ღია კარი მოგვცემს თუნდაც კულტურული დონის ამაღლების შესაძლებლობას. პრაქტიკაში დავინახავთ, როგორ ხორციელდება ურთიერთპატივისცემა, სოლიდარობა, ორგანიზებულობა თუ წესებისა და კანონების უზენაესობა... იმედია, მოვიპოვებთ მეტ განათლებას, გამოცდილებას, კონტაქტებს - რათა ამ დალოცვილ მიწაზე შევძლოთ ის, რაც შეძლეს აწ უკვე ევროპელებმა და თვალსაწიერ მომავალში ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები გავხდებით.

 

არის, რა თქმა უნდა, ასიმილაციის საფრთხეც. ნაციას, რომლის წარმომადგენელთა მილიონზე მეტი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშია მიმოფანტული, და რომელსაც სომხებისა და ებრაელებივით ასიმილაციისგან დამცავი მექანიზმები დიდად არ გააჩნია, ეს ყველაფერი ცალსახად პოზიტიურად არ უნდა ეჩვენეოდეს. მით უფრო, როცა დაბალი კულტურულ-ინტელექტუალური დონის მქონეთათვის ეს საფრთხე გაცილებით აქტუალურია... შორს რომ არ წავიდე, ვიტყვი, რომ ჩემ მეგობრების შვილებმა ევროპასა და რუსეთში, არცერთმა ქართული აღარ იცის, ერთის გარდა!


იმედი მაქვს, ყველაფერი "ქართულად" არ დასრულდება, და რაღაც მაინც ვისწავლეთ ამ ოცდახუთ წელში! ვნახოთ..."- აღნიშნავს გამსახურდია. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016