იურისტი გიორგი ფარეშიშვილი საქრთველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ პატრიარქის სახით ჩვენს ქვეყანას დიდი წყალობა ჰყავს.
„მართლაც განუზომელია წყალობა ღვთისა... ეს წუთია დავბრუბდით საღამოს ლოცვიდან რომელსაც მის უწმინდესობასთან ერთად დავესწარით... ჩემს თვალწინ არაერთი ადამიანის სული იხსნა პატრიარქმა... როგორ ანუგეშა და მისცა იმედი სასოწარკვეთილებაში მყოფთ.... მათთან ერთად ბავშვივით ტიროდა და გლოვობდა მათ ტკივილს.... რამხელა წყალობაა ერზე ასეთი მწყემსმთავარი... არადა როგორ ვტკენთ ხშირად გულს.... მადლობა უფალს დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ უწმინდესის სიყვარულს საზღვარი არ აქვს. ... ნეტავ დაენახათ ზოგიერთებს როგორ ქვითინებდა თვითმკვლელ ადამიანზეც კი და სთხოვდა უფალს მისი სულის გადარჩენას.... შემდგომ კი კურთხევა გასცა წესი აეგოთ მისთვის... ყველას გამო ვწუხვარ, ვინც ვერ ხედავს რამხელა წყალობაა ქვეყანაზე პატრიარქის სახით.... მრავალჟამიერ კათალიკოსო ილია!"