ჟურნალისტი დიანა ლიპარტელიანი ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, „რეპორტიორზე" გავრცელებული ინფორმაციის შესახებ საუბრობს.
ლიპარტელიანის თქმით, 17 დეკემბერს, ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ადასტურებდა, რომ ევროკავშირის მინისტრებმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შესახებ დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს, საზოგადოების ნაწილში აღშფოთება გამოიწვია. გავრცელდა განცხადებები, რომ „რეპორტიორი" დეზინფორმაციას ავრცელებდა, რაც ოფიციალურად გამოქვეყნებულმა დოკუმენტმა გააბათილა.
„ნწ, ნწ, ეგ „მატყუარა" ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე, რავარი "დაგვზაფრა" 2 დღის წინ, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით კარგი ამბები გველისო...
ევროკომისიამ ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ პოზიტიური ანგარიში გამოაქვეყნა- გილაცავთ!
P.S. ალიაქოთი ვინც ატეხეთ და გაჰკიოდით, დეზინფორმაციაა და ხალხი შეცდომაში შეგყავთო, „ტეხავს" ქვეყნის წინსვლა რომ გაშფოთებთ!"- წერს ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში.
http://reportiori.ge/?menuid=3&id=84214#.VnHGzbR3nho.facebook