reportiori.ge - ირაკლი შონია: ლევან თაქთაქიშვილი- საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გარდაცვლილი გმირი!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 05:25
საზოგადოება
ირაკლი შონია: ლევან თაქთაქიშვილი- საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გარდაცვლილი გმირი!
ავტორი:
19 დეკემბერი, 2015. 04:07


ჟურნალისტი ირაკლი შონია საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად, 1993 წლის მშვიდობიან მიტინგზე გამოსულ ახალგაზრდას, ლევან თაქთაქიშვილს იხსენებს. შონიას თქმით, დღეს, როდესაც საქართველომ ევროპის ქვეყნებში თავისუფალ მიმოსვლას მიაღწია და როგორც სახელმწიფო შედგა, სწორედ ასეთი მამულისშვილების დამსახურებაა, რომლებსაც საზოგადოება მეტ-ნაკლებად იცნობს.


„დღეს, როცა ასე ვუახლოვდებით თავისუფალ მიმოსვლას მსოფლიო ქვეყნებთან, უფრო საცნაური ხდება, იმ ადამიანთა ღვაწლი, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად იღწვოდნენ, ზოგი იარაღით და ზოგი შიშველი ხელებით, რაც კიდევ უფრო ამაღლებს მათ თავგანწირვას!

 

ლევან თაქთაქიშვილი, გარდა იმისა რომ უნიჭიერესი ახალგაზრდა იყო (სტუდენტი), უშიშრად მივიდა 19923იანვარს "დიდუბის "მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ მშვიდობიან მიტინგზე, ვიდეო ფირზე ჩანს, შემზარავი კადრები თუ ავტომატის ჯერით, მიჯრით როგორ დახვრიტეს ასეთი ბრწყინვალე მამულიშვილი... შეუძლებელია არ შეხედო ფოტოდან მომზირალ ამ გულთბილ მის გამოხედვას და არ შეგძრას სულიან-ხორციანად ნაადრევად დაფერფლილი მამულიშვილის მზერა... მიუხედავად იმისა,  რომ თბილისში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, მთელი ქალაქი ესწრებოდა მის დაკრძალვას... დაე, მათი ღვაწლი ოდესმე დაფასებულიყოს და საქართველოს ისტორიაც სულ სხვა შეფასებით გადმოცემულიყოს მომავალი თაობებისთვის..."- წერს შონია. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016