reportiori.ge - შსს-მ „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტი გახსნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 07:49
სამართალი
შსს-მ „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტი გახსნა
ავტორი:
19 დეკემბერი, 2015. 10:42


შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად   ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 1978 წელს დაბადებული ზაზა ს. და 1974 წელს დაბადებული გელა ტ. დააკავეს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ   ბრალდებულებმა თანამზრახველთან ერთად მიმდინარე წლის 16 დეკემბერს,  თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე მდეარე „ლიბერთი ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს. შეიარაღებულმა და ნიღბიანმა დამნაშავეებმა ბანკის ოპერატორებს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით სალაროდან 50 000 ლარამდე  გასტაცეს. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ორი პირი  შემთხვევიდან ორ დღეში დააკავეს, ხოლო მესამე პირის დასაკავებლად ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.  დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ბანკის სალაროდან გატაცებული თანხის ნაწილი, ხოლო  გელა ტ-ს საცხოვრებელი სახლიდან დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცებად.


დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.


გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიდმინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" და მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტებით).




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016