reportiori.ge - უჩა ნანუაშვილი ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისათვის განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებას ეხმაურება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 05:06
საზოგადოება
უჩა ნანუაშვილი ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისათვის განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებას ეხმაურება
ავტორი:
19 დეკემბერი, 2015. 10:57



საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისათვის განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებას ეხმაურება.



ცვლილების მიხედვით, 17-დან 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაციის წესი შეიცვალა იმგვარად, რომ ქორწინებაზე ნებართვის გაცემა მხოლოდ სასამართლოს შეეძლება. ასევე, დაზუსტდა ქორწინების რეგისტრაციის პატივსადები გარემოება და დებულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ერთი წლით.

მისასალმებელია, რომ პლენარულ სხდომაზე დამსწრე საქართველოს პარლამენტის ყველა წევრმა მხარი დაუჭირა აღნიშნულ კანონპროექტს და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მტკიცე ნება ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის ხელშეწყობის მიმართულებით.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სიღრმისეული შესწავლის შედეგების და ინდივიდუალური საქმეების განხილვის შედეგად მიღებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ აღნიშნული წინადადება კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება საქართველოს კანონმდებლობის დახვეწისა და ზოგადად, ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისათვის.

აქვე მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო ცვლილებას თან სდევდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და პრაქტიკაში განხორციელების ხელშეწყობისაკენ მიმართული სხვა ღონისძიებები. გამომდინარე იქიდან, რომ ქორწინების რეგისტრაციას განსაკუთრებული გავლენა აქვს ქალთა ქონებრივ უფლებებზე, საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებითაც გადაიხედოს და დაიხვეწოს საქართველოს კანონმდებლობა", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016