reportiori.ge - მირიან ნიკოლაძე ალეკო ელისაშვილს: ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა დაგემართოს კაცს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 05:22
საზოგადოება
მირიან ნიკოლაძე ალეკო ელისაშვილს: ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა დაგემართოს კაცს!
ავტორი:
19 დეკემბერი, 2015. 11:10


 

„ე.ი. „იმედზე" პირდაპირში ერთვება ადამიანი (ა.ელისაშვილი), რომელსაც უკვე „მონოპოლია" აქვს აღებული „პატიოსნებაზე, უმწიკვლობაზე" და ლამის „ხალხთა რჩეულობაზეც", რომელიც იყო შეწყალების კომისიის თავმჯდომარე და შესაბამისად, მის იმედზე იყო უამრავი პატიმარი", - ამ განცხადებას ე.წ. კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატი მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს, რომელსაც გთავაზობთ:

 

„შ.რამიშვილის და თ. გეგელიას დასმულ ვერცერთ კითხვას რომ ვერ პასუხობს, ეგ სხვა პრობლემაა კიდევ, უბრალოდ, ეს ლამის „ხელთუქმნელი და არამიწიერი" გმირი ვერგაცემული პასუხების სანაცვლოდ გაიძახის:

 

1. პატიმარ ქალს რატომ ეძლევა უფლება, რომ ციხიდან დარეკოს და ტელევიზიებს პასუხი გასცეს მის თავს დამტყდარ ცილისწამებებზეო. უფრო მეტიც, მინსიტრისგან, კახა კახიშვილისაგან, ითხოვს ამაზე ოფიციალურ განმარტებას.

 

ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა დაგემართოს კაცს. შე დალოცვილო, სულ რომ მართლა უკანონოდ რეკავდეს ის გაჭირვებული გოგო, როგორ უნდა იკადრო, ასე როგორ უნდა დამდაბლდე და გაუბედურდე, რომ ტელევიზიიდან გაჰკიოდე „მინისტრმა გამცეს პასუხი, პატიმარი ქალი რატომ იცავს თავის პოზიციებს ციხიდანო"... ეს კაცი იყო შეწყალების კომისიის თავჯდომარე.

 

2. „იურისტებთან გავდივარ კონსულტაციებსო", - ერთი კვირაა მატრაკვეცობს, კანონში ჩაიხედე რა, შე დალოცვილო, სანამ თავს შეირცხვენ, ჩაიხედე კანონში და ნახე - რამდენჯერ დარეკვა შეუძლია პატიმარ ქალს და მერე მორთე ისტერიკა.

 

3. ყველაფერს წარმოვიდგენდი და იმას თუ იტყოდა ელისაშვილი - „გამოძიებისთვისაც კი არ დამისახელებია ის პიროვნება, ვინც 200 000-ის შესახებ ინფორმაცია მომცაო", ამას ვერ წარმოვიდგენდი, მეგონა, ტელევიზიით არ ასახელებს-თქო საჯაროდ.

 

ე.ი. ერთადერთი მისტიკური პერსონაჟი, რომელმაც ჯერ კიდევ რა უთხრა ელისაშვილს, კაცმა არ იცის, თურმე ისიც არ სახელდება და თუ „კორუფციული გარიგების მონაწილეები" (მათ შორის, პატიმრებიც ან მათი ოჯახის წევრებიც, ბუნებრივია) არ ამხილა გამოძიებამ, ეს „პატარა შალვა ნათელაშვილი" დევნაში აღმოჩნდება თურმე.

 

4. კაცი რომ ნამუსის ძარღვს გაიწყვეტს, იმის საშველი აღარაა მერე მთელი ცხოვრება. თავმჯდომარეობის ლამის მთელი პერიოდის განმავლობაში, იმას რომ უმტკიცებს ადვოკატს და ოჯახის წევრებს - „ამ საქმეში საოცრებები აქვს ნაკეთები კუდ-ს, ამ ხალხის ციხეში ჯდომა უბრალოდ სირცხვილია, ყველაფერს გავაკეთებ, რომ პრეზიდენტამდე მივიდეს ეს საქმეო" და დღეს ტელევიზიით იძახის - „საქმეში ჩავიხედე თუ არა, მივხვდი, რომ დამნაშავეები იყვნენო", - იმ კაცს რა ჰქვია?.. იმას კაცი არ ჰქვია საერთოდ...

 

მერე მეტყვიან ჩემი მეგობრები - „მირიან, დაანებე რა თავი, ხომ ხედავ, უნამუსოები არიან, ყველაფერს იკადრებენ და რას ეჯახები ამ ნაძირალებსო". აი, ამ უმსგავსობის ჩამდენი ტიპები, მერე რომ ჩვენს თვალწინ იძერწებიან „ხალხოსნებად" და არათუ იძერწებიან, მერე მორალი უნდა გვიკითხონ რამდენიმე ათეული წელი ტელევიზიებიდან, აღარ მინდა რა, ხალხო..." - წერს ნიკოლაძე.






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016