reportiori.ge - გიორგი უძილაური: მეამაყება საქართველოს მოქალაქეობა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 05:32
საზოგადოება
გიორგი უძილაური: მეამაყება საქართველოს მოქალაქეობა!
ავტორი:
19 დეკემბერი, 2015. 11:37



ჟურნალისტი და პუბლიცისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში ევროკომისიის გუშინდელი დასკვნის შემდეგ კომენტარს აკეთებს:


„მეამაყება საქართველოს მოქალაქეობა. იმიტომ, რომ საქართველო ჩემი სახლია. ყველა ქვეყნის ნახვა მინდა, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი ძალიან მიხარია, თუმცა არსად არ გადავსახლდები, იმიტომ, რომ საქართველო ჩემი სახლია. ბევრი ქვეყანა საქართველოზე უფრო ძლიერი და მდიდარია, თუმცა, სხვის დალაგებულთან მიჩოჩებას ჩემი არეულის დალაგებაში მონაწილეობა მირჩევნია... იმიტომ, რომ ჩემი სახლია", - წერს უძილაური.



ევროკომისიამ ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში ევროპული კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გუშინ დაიდო. დოკუმენტი საქართველოს შესახებ დადებით შეფასებებს შეიცავს. კონკრეტულად, მასში ნათქვამია, რომ საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა.


ევროკომისიას მიაჩნია, რომ სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის ოთხივე ნაწილში საქართველოს მიერ განხორციელებული პროცედურები შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.


ეს არის საქართველოს შესახებ ევროკომისიის ბოლო, რიგით მეოთხე ანგარიში საქართველოს მიერ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016