reportiori.ge - ილია მეორემ წმინდა ნიკოლოზს საქართველო და მთელი მსოფლიო შეავედრა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 05:48
საზოგადოება
ილია მეორემ წმინდა ნიკოლოზს საქართველო და მთელი მსოფლიო შეავედრა
ავტორი:
19 დეკემბერი, 2015. 12:29



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა, რის შემდეგ პატრიარქმა ტაძარში შეკრებილთ ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა. უწმინდესმა წმინდა ნიკოლოზს საქართველო და მთელი მსოფლიო შეავედრა.



უწმინდესმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ წმ. ნიკოლოზი საქართველოს და ქართველი ერის დიდი მფარველია და მას „ყოველთა ქართველთა დიდი კათალიკოსი" უწოდეს. უწმინდესის თქმით, წმინდა ნიკოლოზი თავისი სიყვარულით, მოწყალებით გამორჩეულია და განსაკუთრებით გაჭირვებულებს ეხმარება. უწმინდესმა საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ წმინდა ნიკოლოზის ეპისკოპოსად არჩევა და მთელი მისი ცხოვრება სასწაულებრივი იყო. პატრიარქის თქმით, არ არსებობს ადამიანი, რომელიც წმინდა ნიკოლოზის ხატთან გულით ილოცებს და მღვდელთმთავარი მას არ შეეწიოს.



დღეს შევთხოვთ წმინდა ნიკოლოზს, რომ დაამშვიდოს საქართველო და მთელი მსოფლიო", - ბრძანა პატრიარქმა.



უწმინდესის თქმით, გარკვეული პერიოდი ის ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მსახურებდა და მრავალი სასწაული უნახავს მისგან.



პატრიარქმა მადლობა შესწირა წმინდა მღვდელთმთავარს მისი დიდი წყალობისათვის.



მსახურების ბოლოს უწმინდესმა მღვდელთმთავარი ანდრია დეკანოზის ხარისხში აიყვანა და გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.



მრავალ ნიკოლოზობას დაგასწროთ ღმერთმა და ბედნიერი შობა-ახალი წელი გაგითენდეთ", - ბრძანა უწმინდესმა.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016