reportiori.ge - რატომ არ განათდა პრეზიდენტის სასახლე ევროკავშირის დროშის ფერებში?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 05:18
საზოგადოება
რატომ არ განათდა პრეზიდენტის სასახლე ევროკავშირის დროშის ფერებში?
ავტორი:
19 დეკემბერი, 2015. 12:30



ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული პოზიტიური ანგარიშის აღსანიშნავად პრეზიდენტის სასახლის გარდა, გუშინ ყველა სახელმწიფო შენობა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. როგორც „კვირას" პრეზიდენტის პრესსამსახურში განუმარტეს, შენობის განათება ტექნიკური მიზეზით ვერ მოხერხდა.

 

„ტექნიკურად ეს არ არის მარტივი და ჩვენი ძალებით ვერ მოვახერხეთ. პრეზიდენტი მარგველაშვილი სრულად იზიარებს ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გამოქვყნებულ ანგარიშს და სრულიად საქართველოს ულოცავს ამ წარმატებას", - განაცხადეს პრეზიდენტის პრესსამსახურში.


შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ პოზიტიური ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა. ეს არის საქართველოს შესახებ ევროკომისიის ბოლო, რიგით მეოთხე ანგარიში, საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით.




წყარო: kvira.ge





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016