NATO-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა გუშინ ბრიუსელში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ NATO თურქეთში თვითმფრინავებსა და ხომალდებს გაგზავნის.
დაგეგმილია „AWACS" -ის სისტემით აღჭურვილი გამანადგურებლებისა და სადაზვერვო თვითმფინავების გაგზავნა. გარდა ამისა, თურქულ პორტებში ალიანსის ხომალდები განლაგდებიან.
ჯერ უცნობია, NATO-ს რომელი ქვეყნები გაგზავნიან თურქეთში სამხედრო ტექნიკას. მანამდე, ლონდონმა განაცხადა, რომ თურქულ სამხედრო ბაზა ინჯირლიკზე ბომბდამშენები გადაისროლა. გარდა ამისა, თურქეთის საზღვრებთან გერმანული საგუშაგო ხომალდი განლაგდა, აშშ-მ კი თურქეთში გამანადგურებლები გაგზავნა.
სააგენტო „როიტერის" ცნობით, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება მიმართულია ნოემბრის ბოლოს მომხდარი ინციდენტების აღკვეთისკენ, როცა რუსული ბომბდამშენი თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.
სტოლტენბერგის თქმით, თურქეთში ალიანსის თვითმფრინავებისა და ხომალდების გაგზავნის გადაწყვეტილება თავდაცვით ხასიათს ატარებს.