reportiori.ge - მერიამ უწყვეტი განათლების მიმართულებით ორი ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 05:07
საზოგადოება
მერიამ უწყვეტი განათლების მიმართულებით ორი ახალი პროგრამის განხორციელება დაიწყო
ავტორი:
19 დეკემბერი, 2015. 14:16



მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ შემუშავდა  წარმატებული სტუდენტების წახალისების პროგრამა,  რომელიც მაგისტრატურის მაღალი  აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის სტიპენდიის გადაცემას გულისხმობს.



პროგრამის პრეზენტაციას დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო. თბილისის მერმა სტუდენტებს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


 

„მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ შემუშავდა  წარმატებული სტუდენტების წახალისების პროგრამა,  რომელიც მაგისტრატურის მაღალი  აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ სტიპენდიის გადაცემას გულისხმობს. დამეთანხმებით, რომ ეს დიდი მოტივაციაა ახალგაზრდებისთვის - ისწავლონ უკეთ, გააკეთონ შესაძლებლობების მაქსიმუმი და მომავალი თაობა კიდევ უფრო მეტად აქტიური, წარმატებული, განვითარებული იყოს.

 

დედაქალაქის მთავრობა, შესაძლებლობების ფარგლებში, ყოველდღიურად ზრუნავს მომავალი თაობის წინსვლისა და განვითარების ხელშეწყობაზე. წარმატებული მომავალი თაობა, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის, წინსვლისა და განვითარების საწინდარია", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


სტიპენდიის მოპოვება შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ სტუდენტს, რომელიც არის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრანტი და 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში მიღებული აქვს არანაკლებ 91-100 ქულა (A კატეგორია - ფრიადი).


ასევე, შემუშავდა  დაფინანსების ახალი წესი, რომლის მეშვეობითაც სოციალურად დაუცველ სტუდენტებსთბილისის მერია სწავლას დაუფინანსებს. წესის შესაბამისად, სოციალურ კომპონენტებთან  ერთად გათვალისწინებული იქნება  განათლების მიმართულება და სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსება  100%-მდე გაიზრდება (სახელმწიფო სასწავლო გრანტის ფარგლებში).



დაფინანსების მოპოვება შეუძლია თბილისში რეგისტრირებულ სტუდენტს, რომელიც არის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწერებულების ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი და „სოციალური მომსახურების სააგენტოს" „სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში"  70 000  და ნაკლები სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული ოჯახის წევრი.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016