reportiori.ge - მალე საქართველოში შემოვა კიდევ ერთი უახლესი თაობის პრეპარატი - „ჰარვონი“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 05:24
საზოგადოება
მალე საქართველოში შემოვა კიდევ ერთი უახლესი თაობის პრეპარატი - „ჰარვონი“
ავტორი:
19 დეკემბერი, 2015. 14:53



C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში  ახალი თაობის რევოლუციური პრეპარატი „ჰარვონი" შემოდის - აღნიშნული სიახლის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.


საქართველოს მთავრობის მეთაურის განმარტებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველმა ეტაპმა  წარმატებით ჩაიარა და ახალი ხელშეკრულების ხელმოწერამდე, საქართველომ ამერიკელი პარტნიორებისგან  მიიღო  C ჰეპატიტის პროგრამის უწყვეტად გაგრძელების გადაწყვეტილება.


„პირველივე ეტაპზე პროექტმა დაიმსახურა მაღალი შეფასება რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციაზე. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჩვენი პროექტი შეაფასა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო და ჩვენი ამერიკელი პარტნიორების სიტყვები რომ მოვიშველიო, „საქართველო გახდა მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის, თუ როგორი უნდა იყოს გლობალური მიდგომა ამ ვირუსთან მიმართებით". დღეს, გვინდა გაცნობოთ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე - მალე საქართველოში შემოვა კიდევ ერთი უახლესი თაობის პრეპარატი - „ჰარვონი", რომლის გამოყენებაც უფრო ეფექტიანს გახდის მკურნალობას და მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


მისივე თქმით,  C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული პაციენტები, რომელთაც მკურნალობის სრული კურსი გაიარეს, განიკურნენ და მათმა სრულმა უმრავლესობამ უკვე დაამარცხა C ჰეპატიტის ვირუსი.


უპრეცედენტო პროგრამის განხორციელებისთვის, პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს, ამერიკულ მხარეს, ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროებს, სამედიცინო პერსონალს.


შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განმარტებით, ამერიკელმა პარტნიორებმა პროგრამის უწყვეტად გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს. მანვე თხოვნით მიმართა საზოგადოებას, ჩაერთონ C ჰეპატიტზე უფასო სკრინინგის პროგრამაში, რათა დადგინდეს, არის თუ არა პირი ინფიცირებული და დროულად მოხდეს  მკურნალობის ჩატარება.


C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა 2015 წლის მაისში ამოქმედდა. იგი მოიცავს პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კომპონენტს.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016