reportiori.ge - რა რეფორმები განხორციელდა ბაგა-ბაღებში - ერთი წლის ანგარიშის წარდგენა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 05:33
საზოგადოება
რა რეფორმები განხორციელდა ბაგა-ბაღებში - ერთი წლის ანგარიშის წარდგენა
ავტორი:
19 დეკემბერი, 2015. 15:01


თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა თემურ თორდინავამ მუშაობის ერთი წლის ანგარიში წარადგინა.



ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, გაერო-ს ბავშვთა უფლებების ფონდის წარმომადგენელი საქართველოში საშა გრაუმენი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ატაშე გეგა გაბუნია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.



დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილსიის ბაგა- ბაღების სააგენტომ დედაქალაქის მერიასთან სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა.



თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ბევრი კარგი საქმე გააკეთა. მისი საქმიანობის შედეგად გაიხსნა ახალი ჯგუფები და დამატებით დაახლოებით 3000 ბავშვის სასწავლო პროცესში ჩართვა გახდა შესაძლებელი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ ბაგა-ბაღების მომარაგება გავხადეთ უფრო გამჭვირვალე და დღეს ეს უკვე ხდება ერთიანი ტენდერების გზით. იანვრიდან თბილისში დამატებით ორი ახალი ბაგა-ბაღი შეძლებს აღსაზრდელების მიღებას",- განაცხადა დავით ნარმანიამ.

 


თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორის თემურ თორდინავას განცხადებით, 2014 წლის აგვისტოდან დღემდე თბილისის ბაგა- ბაღების მართვის სააგენტომ 4 მთავარი რეფორმა განახორციელა.



„კერძოდ, საკვები პროდუქტების შესყიდვა ერთიანი ტენდერის გზით. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ახალი სასწავლო-საამღზრდელო წლისთვის საკვები პროდუქტების შესყიდვის მიზნით გამოცხადდა 210 ელექტრონული ტენდერი; საბავშვო ბაგა- ბაღებში კვების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება- ბავშვთა კვების გაუმჯობესების მიზნით, ყველა ბაღისთვის საერთო მენიუ შემუშავდა, კვების რაციონი გახდა უფრო მრავალფეროვანი, გაიზარდა კალორაჟი; თბილისის ბაგა-ბაღებში, 5-6 წლის აღსაზრდელთა ჯგუფებში წარმატებით ამოქმედდა სასკოლო მზაობის პროგრამა, რომლის მიზანი ბავშვის სკოლისთვის მომზადებაა. ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების გადამზადების პროგრამა", - განაცხადა თემურ თორდინავამ.

 


მისი თქმით, უკვე დასრულდა მოსკოვის გამზირზე 128-ე საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა, რომელიც იანვარში გაიხსნება და 500-მდე აღსაზრდელს მიიღებს. შიდა სარემონტო სამუშაოები 125-მდე ბაგა- ბაღს ჩაუტარდა. მოქმედ საბავშვო ბაღებში, აუთვისებელი ფართების გარემონტების შედეგად დამატებით 80 ჯგუფი გაიხსნა, რის შედეგადაც სასწავლო პროცესში ჩართვა დაახლოებით 3500-მდე ბავშვმა შეძლო.



ღონისძიებაზე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს საქმიანობის ამსახველი ფოტოგამოფენაც გაიმართა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016