reportiori.ge - ლევან ფხაკაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 05:40
საზოგადოება
ლევან ფხაკაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
ავტორი:
19 დეკემბერი, 2015. 19:27


პოლიტდევნილ ლევან ფხაკაძის მიერ აშენებული კორპუსის მოსახლეობამ მისი მხარდამჭერი აქცია გამართა. აქციის მინაწილეები ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ქმედებებსა და პოლიტიკურ ზეწოლას აპროტესტებდნენ. მათი განცხადებით "რუსთავი 2" ბოლო ერთი თვის განმავლობაში მოსახლეობაზე ზეწოლას ახორციელებს და ტელეკომპანია ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ცდილობს.


აქციის მონაწილეების განცხადებით,  ბიზნესს და პოლიტიკას ძალიან ურევენ ერთმანეთში. მათი განცხადებით, „რუსთავი 2" ნიკა მელიასთან ერთად იყო მისული ადგილზე  და ისეთ ადამიანს ეძებდნენ, ვინც ლევან ფხაკაძეზე ცუდს იტყოდა. ისინი ცდილობდნენ პროვოკაცია აეგორებინათ ერთ-ერთ მშენებარე  კორპუსში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით.


როგორც აქციაზე განმარტეს კორპუსის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა  და სანამ ის მოსახლეობას ჩაბარდება გაზის საკითხიც მოგავრებული იქნება. აქციას "თბილგაზის" წარმომადგენელიც ესწრებოდა, რომელმაც განმარტა, რომ სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში საკითხი მოგვარებული  იქნება.  მოსახლეობის განცხადებით, მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ და სამარცხვიონა ასეთი მიზანმიმართული ზეწოლა.   


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016