პოლიტდევნილ ლევან ფხაკაძის მიერ აშენებული კორპუსის მოსახლეობამ მისი მხარდამჭერი აქცია გამართა. აქციის მინაწილეები ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ქმედებებსა და პოლიტიკურ ზეწოლას აპროტესტებდნენ. მათი განცხადებით "რუსთავი 2" ბოლო ერთი თვის განმავლობაში მოსახლეობაზე ზეწოლას ახორციელებს და ტელეკომპანია ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ცდილობს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ბიზნესს და პოლიტიკას ძალიან ურევენ ერთმანეთში. მათი განცხადებით, „რუსთავი 2" ნიკა მელიასთან ერთად იყო მისული ადგილზე და ისეთ ადამიანს ეძებდნენ, ვინც ლევან ფხაკაძეზე ცუდს იტყოდა. ისინი ცდილობდნენ პროვოკაცია აეგორებინათ ერთ-ერთ მშენებარე კორპუსში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით.
როგორც აქციაზე განმარტეს კორპუსის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა და სანამ ის მოსახლეობას ჩაბარდება გაზის საკითხიც მოგავრებული იქნება. აქციას "თბილგაზის" წარმომადგენელიც ესწრებოდა, რომელმაც განმარტა, რომ სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში საკითხი მოგვარებული იქნება. მოსახლეობის განცხადებით, მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ და სამარცხვიონა ასეთი მიზანმიმართული ზეწოლა.