reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი ილია მეორეს: სახელმწიფოებრივ საქმეებში თქვენი ჩართულობა, უაღრესად მნიშვნელოვანია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 05:27
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი ილია მეორეს: სახელმწიფოებრივ საქმეებში თქვენი ჩართულობა, უაღრესად მნიშვნელოვანია
ავტორი:
19 დეკემბერი, 2015. 19:47


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, იანოშ ჰერმანთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს შეხვდა. ღარიბაშვილმა პატრიარქს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აქვე დასძინა, რომ სახელმწიფოებრივ საკითხებში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჩართულობა, ძალიან მნიშვნელოანია.

 

„უწმინდესო, თქვენი ჩართულობა სახელმწიფოებრივ საქმეებში უაღრესად დიდი მნივნელობისაა. კარგად მახსოვს, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას როდესაც ხელი მოაწერა, ერთად ვიზეიმეთ ეს ისტორიული თარიღი, 27 ივნისი. მაშინ ქართველმა ხალხმა მოისმინა თქვენი დალოცვა, რაც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. გუშინ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ ვიზის გარეშე ევროკავშირში მოგზაურობას. ვფიქრობ, ეს ჩვენი ქვეყნის აღიარება და ჩვენი მიღწევების დაფასებაა. მიმაჩნია, რომ ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ ყოველგვარი ბარიერების გარეშე იმოგზაურონ და ბევრი კარგი საქმე გააკეთონ, როგორც ქვეყნისთვის, ასევე ოჯახებისთვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.


აქვე ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს საქართველოში და ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც დადებითი შედეგის მიღწევაში მონაწილეობა მიიღო.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016