საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, იანოშ ჰერმანთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს შეხვდა. ღარიბაშვილმა პატრიარქს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აქვე დასძინა, რომ სახელმწიფოებრივ საკითხებში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჩართულობა, ძალიან მნიშვნელოანია.
„უწმინდესო, თქვენი ჩართულობა სახელმწიფოებრივ საქმეებში უაღრესად დიდი მნივნელობისაა. კარგად მახსოვს, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას როდესაც ხელი მოაწერა, ერთად ვიზეიმეთ ეს ისტორიული თარიღი, 27 ივნისი. მაშინ ქართველმა ხალხმა მოისმინა თქვენი დალოცვა, რაც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. გუშინ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ ვიზის გარეშე ევროკავშირში მოგზაურობას. ვფიქრობ, ეს ჩვენი ქვეყნის აღიარება და ჩვენი მიღწევების დაფასებაა. მიმაჩნია, რომ ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ ყოველგვარი ბარიერების გარეშე იმოგზაურონ და ბევრი კარგი საქმე გააკეთონ, როგორც ქვეყნისთვის, ასევე ოჯახებისთვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
აქვე ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს საქართველოში და ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც დადებითი შედეგის მიღწევაში მონაწილეობა მიიღო.