reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილმა და დავით ნარმანიამ თბილისის მთავარი ნაძვის ხე გაანათეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 05:55
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილმა და დავით ნარმანიამ თბილისის მთავარი ნაძვის ხე გაანათეს
ავტორი:
19 დეკემბერი, 2015. 21:50


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავარი ნაძვის ხე გაანათეს. ირაკლი ღარიბაშვილი და დავით ნარმანია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ნაძვის ხის გასანათებლად შვილებთან ერთად მივიდნენ.


პარლამენტის შენობასთან პრემიერთან და დედაქალაქის მერთან ერთად ნაძვის ხის განათებას ესწრებოდა თოვლის ბაბუა, რომელიც შეკრებილ ბავშვებს დაჰპირდა, რომ მთაწმინდის პარკში, საახალწლო დღეებში დაუვიწყარი ღონისძიებები ელოდებათ.


ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას დამდეგი შობა და ახალი წელი მიულოცა.

 

”მინდა გისურვოთ ყველას მშვიდობა, გისურვოთ სიყვარული და კეთილდღეობა ჩვენს ოჯახებს და ჩვენს შვილებს. ვიცი, რომ ძალიან ბევრი პრობლემაა დღეს ქვეყანაში. ამიტომ საჭიროა 24 საათიანი შრომა. მე მჯერა ჩვენი უკეთესი მომავლის, თუ ერთად დავდგებით, თუ მუხლჩაუხრელად ვიშრომებთ, ჩვენ აუცილებლად გავაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას და შევქმნით ერთიან, ძლიერ სახელმწიფოს"- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

 

ახალი ნაძვის ხის სიმაღლე 22 მეტრია, ხოლო დიამეტრი 11 მეტრი. მერიის მიერ საახალწლ ნაძვის ხის შეძენასა და მონტაჟზე გამოცხადებულ ტენდერში შპს "ჯეო სტრიმმა" გაიმარჯვა და საახალწლო შესყიდვის ღირებულება 175 573 ლარით განისაზღვრა. საზეიმო ღონისძიება ჯგუფმა The Quintessential Five საშობაო კომპოზიციებით გააფორმა.


მერიის ცნობით, 25 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით თბილისში ვარდების მოედანი საახალწლო ქალაქად გადაიქცევა. საახალწლო ღონისძიებებს 25 დეკემბერს დათო ევგენიძის საავტორო კონცერტი გახსნის და გარდა კულტურული ღონისძიებებისა საახალწლო ქალაქი აღნიშნული პერიოდის განმავლობაში დატვირთული იქნება სხვადასვა სახის სპორტული და საბავშვო აქტივობებით.


31 დეკემბრის ღამეს კი თავისუფლების მოედანზე საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება - მიშა მდინარაძის საავტორო პროექტი ქართულ-ევროპული, კლასიკური და თანამედროვე მუსიკის ერთობას წარმოადგენს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016