reportiori.ge - გია ფერაძის გახსენება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 04:38
კულტურა
გია ფერაძის გახსენება
20 დეკემბერი, 2015. 10:24


დღეს, 20 დეკემბერს, ოცი წელი შესრულდა, რაც გია ფერაძე თბილისის ქუჩებში აღარ დააბიჯებს... 30 წელი გავიდა იმ ერთი საბედისწერო შემთხვევიდან, დიახ, ხაზს ვუსვამ, სწორედ რომ საბედისწერო შემთხვევა...


გია ფერაძის სახელი ჩემში და არამარტო ჩემში, დიდი ტკივილის და მონატრების მწარე შეგრძნების გამომწვევია... ამავე დროს, სიხარულის და სიამაყის განცდაც მეუფლება, რომ ის იყო ჩემი ბავშვობის, სიყმაწვილის და კაცობის მეგობარი, ვისთანაც არაერთი დაუვიწყარი წუთი, დღე და წელი გამიტარებია...


გიაზე ბევრი შეიძლება ილაპარაკო, დასრულებლად. მისმა ძმამ ილიკო ფერაძემ მისი ცხოვრება და მოღვაწეობა კარგად აღწერა წიგნში „მე, ბებია, ბაბუა, დედა, მამა და გია ფერაძე", მისი ლექსებიც გამოსცა „სევდის კრებული"...


გიას ცხოვრება ორად შეიძლება დავყოთ - პირველი, დაუსრულებელი ზეიმი, სიხარული, მეგობრები, სიყვარული, დროსტარება, გასტროლები. მეორე - 1985 წლიდან გარდაცვალებამდე: პატიმრობა, გადასახლებები, ჯოჯოხეთად ქცეული არსებობა... ეს იყო გიას ბოლო როლი.


„რადიობენეფისი", რასაც დღეს „რეპორტიორი" შემოგთავაზებთ, 2000 წელს, გიას გარდაცვალების ხუთი წლისთავზე გაკეთდა, ამ გადაცემის ვიდეოვერსია მოგვიანებით დამზადდა. გთავაზობთ ჟურნალისტ ვახტანგ კობაიძის გადაცემას „რადიობენეფისი ბენეფიციანტის გარეშე".


1964 წ. ფილმი „მე ვხედავ მზეს".


დამდეგი 1981 წელი  ტელევიზიაში.


მახაჭკალის ციხეში გიასთან პაემანის უფლება დაგვრთეს.



 

 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016