სამართალი
საბერძნეთში ქართველების 29-კაციანმა დაჯგუფებამ თითქმის 200 სახლი გაძარცვა
20 დეკემბერი, 2015. 11:02
საბერძნეთში საქართველოს 15 მოქალაქე დააკავეს. მათ ბრალად ძარცვა და ყაჩაღობა ედებათ. დაკავებული ქართველების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ოთხი პისტოლეტი, ოქროს ნაკეთობები და ძვირფასი ნივთები, ცხრა ძვირადღირებული მანქანა და 100 000-მდე ევრო ამოიღეს.
ბერძნულმა სასამართლომ 15 ქართველს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულთა შორის 11 მამაკაცი და ოთხი ქალია.
ბერძნული პოლიცია კიდევ 14 ეჭვმიტანილს ეძებს. მათივე ინფორმაციით, ძებნილები სავარაუდოდ, დაკავებულების თანამზრახველები არიან.
ბერძნული პოლიციის ინფორმაციით, 29-კაციან დაჯგუფებას თითქმის 200 სახლი აქვს გაძარცვული.
საერთო ჯამში საუბარია 10 მილიონამდე ევროს ღირებულების ნივთებისა და ფულის ქურდობაზე.
13 თებერვალი, 2016. 11:05
12 თებერვალი, 2016. 00:03
არჩილ თალაკვაძე: აღრიცხვის წიგნში დაკავების ვითარება, ზუსტი დრო და ყველა დეტალი ზედმიწევნით აისახება
12 თებერვალი, 2016. 00:02
11 თებერვალი, 2016. 13:44
10 თებერვალი, 2016. 12:46
10 თებერვალი, 2016. 10:52
09 თებერვალი, 2016. 11:15
08 თებერვალი, 2016. 10:52
07 თებერვალი, 2016. 12:14
06 თებერვალი, 2016. 22:55
05 თებერვალი, 2016. 13:57
05 თებერვალი, 2016. 12:55