reportiori.ge - მიხეილ სააკაშვილს ჯარიმის სახით 680 გრივნის გადახდა მოუწევს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 14:54
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილს ჯარიმის სახით 680 გრივნის გადახდა მოუწევს
ავტორი:
20 დეკემბერი, 2015. 15:14


ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს 680 გრივნის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს. "უნიანის" ცნობით, გუბერნატორი სახელმწიფო აღმასრულებლის კანონიერი მოთხოვნისა და სააღსრულებლო დოკუმენტის იგნორირებისთვის დაჯარიმდა.


საქმე ეხება ოდესის მოქალაქის საჩივარს, რომელიც გასულ წელს იმდროინდელ გუბერნატორთან იგორ პალიცასთან შეხვედრას მოითხოვდა, რისი საშუალებაც არ მიეცა. ამის გამო 2015 წლის ივნისში საჩივარი შეიტანა. სასამართლომ გუბერნატორს აღნიშნულ მოქალაქესთან შეხვედრა დაავალა.

სააგენტოს ცნობით, იმ დროისთვის სააკაშვილის გუნდმა, რომელიც უკვე ხელმძღვანელობდა ოდესის ოლქს, სააპელაციო საჩივარი შეიტანა, მაგრამ 22 ოქტომბერს კოლეგიამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.


მოქალაქემ სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად აღმასრულებლებს მიმართა. თუ სააკაშვილი მას კვლავ არ აღასრულებს, ორმაგი ჯარიმის გადახდა დაეკისრება და სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ემუქრება.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016