reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი თითოეულ ადამიანს მადლობას უხდის სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერისათვის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 05:54
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი თითოეულ ადამიანს მადლობას უხდის სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერისათვის
ავტორი:
20 დეკემბერი, 2015. 18:30


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო სოლიდარობის საერთაშორისო დღე სახელობითი წერილით მიულოცა "საქართველოს სოლიდარობის ფონდში" გაწევრიანებულ თითოეულ ადამიანს. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია  რომ   ფონდმა გააერთიანა ის ადამიანები, ვისთვისაც სოლიდარობა მთავარი ღირებულებაა და სწამთ, რომ ერთად გაცილებით მეტი სიკეთის გაკეთებაა შესაძლებელი.


მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერისათვის.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვცდილობთ მძიმე სენით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების სიცოცხლის გადარჩენას.

მეამაყება, რომ ერთად ვართ და რეალური იმედი შეგვაქვს იმ ოჯახებში, რომლებსაც განსაკუთრებით სჭირდებათ ჩვენი თანადგომა და ერთსულოვნება.

დღეს მსოფლიო სოლიდარობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოში, თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ ერთად მოვახერხეთ 182 ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვის მკურნალობის სრულად დაფინანსება. ფონდმა გააერთიანა ის ადამიანები, ვისთვისაც სოლიდარობა მთავარი ღირებულებაა, ვისაც სწამს, რომ ერთად ჩვენ შევძლებთ ადამიანებს სიკეთე მოვუტანოთ. მინდა პირადად დაგიდასტუროთ ჩემი დიდი პატივისცემა.

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებას და სიკეთეს.

გულით მჯერა, სიკეთე გადამდებია!" -ნათქვამია მისალოც წერილში.



პრემიერ-მინისტრის წერილი საჯარო მოხელეებმა და ყველა იმ პირმა, ვინც  «სოლიდარობის ფონდში» დონაციას ახორციელებს, ელექტორონული ფოსტით მიიღო.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016