reportiori.ge - C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველ ეტაპს ხვალ შეაჯამებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 05:17
საზოგადოება
C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველ ეტაპს ხვალ შეაჯამებენ
ავტორი:
20 დეკემბერი, 2015. 21:17


შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლი პირები C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველ ეტაპს შეაჯამებენ, მეორე ეტაპის დაწყებასა და პროგრამაში ახალი თაობის პრეპარატ ,,ჰარვონის" ჩართვაზე ისაუბრებენ.


პრესკონფერენცია ხვალ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება.


მიმდინარე წლის 9 ნოემბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაიწო С ჰეპატიტის საყოველთაო სკრინინგის შემდგომი ეტაპი, რითაც მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა, უფასოდ ჩაეტარებინათ ტესტირება C ჰეპატიტზე და ასევე, გლობალური ფონდის ხელშეწყობით აქციის ფარგლებში, უფასო სკრინინგი აივ ინფექცია/შიდსზე. C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის ფარგლებში ნებაყოფლობითი სკრინინგის შედეგები ასეთია: 2015 წლის ნოემბრიდან დაიწყო 50 000 ადამიანის ნებაყოფლობითი სკრინინგი მთელი საქართველოს მასშტაბით და დეკემბრის მონაცემებით სულ გამოკვლეულია 11 124 ადამიანი; C ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან (28 ივლისი) დაგეგმილი აქციების ფარგლებში ტესტირება ჩაუტარდა 12 997 პიროვნებას; 2015 წელს თბილისის მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიერ ჩატარდა 10 936 ადამიანის სკრინინგი; 2014-2015 წელს ტესტირება ჩაუტარდა 12 000 პატიმარს. ნებაყოფლობითი სკრინინგის ფარგლებში განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდა აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და იმერეთის რეგიონები, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობით _ თბილისი. ნებაყოფლობითი უფასო სკრინინგი ქვეყნის მასშტაბით კვლავ გრძელდება.


წყარო



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016