reportiori.ge - პოლ სტრონსკი: უვიზო რეჟიმი აშშ- სთანაც ამოქმედდება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 01:34
საზოგადოება
პოლ სტრონსკი: უვიზო რეჟიმი აშშ- სთანაც ამოქმედდება!
ავტორი:
20 დეკემბერი, 2015. 22:18


ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დადებით რეკომენდაციას კარნეგის მშვიდობის ფონდის ევრაზიის პროგრამის წარმომადგენელი პოლ სტრონსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გარკვეული დროის შემდეგ უვიზო რეჟიმი აშშ-სთანაც ამოქმედდება.


აღნიშნული განცხადება სტრონსკიმ „ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან გააკეთა. 


„ვულოცავ ქართველ ხალხს ამ პოზიტიურ ნაბიჯს. ამასთან ერთად, არ ვფიქრობ, რომ ამას მოჰყვება ინვესტიციების, ტურისტებისა ან სავაჭრო კავშირების მოზღვავება, თუმცა ეს არის ყველაფერთან ერთად დიდი სიმბოლური ნაბიჯიც.

საქართველო, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ღირებული პარტნიორი, იმსახურებს ვიზების რეგულაციების შემსუბუქებას. იმედი მაქვს, ბევრი ქართველი გამოიყენებს ამ შესაძლებლობას საგანმანათლებლო, ტურისტული, ბიზნეს ან სხვა საინტერესო მიზნის განსახორციელებლად, რადგან ახალი რეჟიმი შესაძლებლობებს აჩენს ადამიანებისთვის და ეს აჩვენებს იმას, რომ ევროპა მართლაც აფასებს საქართველოსთან ურთიერთობას.

იმედს ვიტოვებ, რომ გარკვეული დროის შემდეგ, და ამას მეტი დრო სჭირდება, უვიზო რეჟიმი ამოქმედდება ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც", - აცხადებს სტრონსკი.


 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016