reportiori.ge - სააკაშვილ-ავაკოვის კონფლიქტი და რეალური მიზეზები...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 14:45
მსოფლიო
სააკაშვილ-ავაკოვის კონფლიქტი და რეალური მიზეზები...
ავტორი:
21 დეკემბერი, 2015. 01:55


„როგორც ჩანს, არც ტერიტორიების დაკარგვა, არც ეკომონიკური მდგომარეობა და არც აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვიზიტს არ შეუძლია უკრაინულ პოლიტიკაში არსებული დაპირისპირებების შეჩერება."- ამის შესახებ უკრაინელი ჟურნალისტი ივან კამსაპუნი წერს. კამსაპუნი მიხეილ სააკაშვილისა და არსენი ავაკოვის დაპირისპირების რეალურ მიზეზებზე საუბრობს, რომელიც სინამდვილეში ძალიან დიდი ხანია დაიწყო.


რა მოხდა?

კონფლიქტის ორივე მხარემ ვითარების მისი ვერსია უკვე განაცხადა. დაპირისპირების შემდეგ უკრაინის შს მინისტრმა, არსენი ავაქოვმა სოციალურ ქსელში დაწერა:

„რეფორმირების საბჭოს სხდომაზე, მიხეილ სააკაშვილს ჩემმა  კითხვამ მისი და რუსი ოლიგარქის შეხვედრის შესახებ, რომელიც ოდესის პორტის პრივატიზებას ეხებოდა, თავზე კონტროლი დააკარგინა.  ოდესის გუბერნატორმა ისტერიკა ატეხა და პირად შეურაცხყოფაზე გადმოვიდა. „არავის აქვს უფლება ასე მელაპარაკოს, შენ კორუმპირებული ჩინოვნიკი ხარ, მე კი მართალი ადამიანი"- მომმართამ მან. მე თავი ვერ შევიკავე და წყლით სავსე ჭიქა ვესროლე. სააკაშვილი მოლაყბეა. საკმარისია არტისტობა, სიტყვა საქმით უნდა დაამტკიცო და არა ლაყბობით."- დაწერა ავაკოვმა.


მას შემდეგ, რაც ავაქოვის განცხადება გავრცელდა, მიხეილ სააკაშვილმა სასწარფოდ პრეს-კონფერენცია დანიშნა და განაცხადა:

 

„ავაქოვმა პირველივე წუთიდან ჩემზე დაიწყო საუბარი, ამბობდა, რომ მე უემოციოდ გამოვდივარ თოქ-შოუებისგან განსხვავებით. ჩემი შეურაცხყოფა დაიწყო და ვიღაც რუს ოლიგარქთან ჩემი შეხვედრის შესახებ საუბრობდა, რომელსაც მე არც ვიცნობ და არც არავის  შევხვედრილვარ. (თუმცა მედიაში მალე გავრცელდა მიხეილ სააკაშვილისა და რუსი ოლიგარქის, დიმიტრი მაზეპინის შეხვედრის კადრები.) ავაქოვმა კამათის დროს ჭიქა ისროლა, რომელიც არავის მოხვედრია. მე არავისთვის არ მიმიყენებია შეურაცხყოფა, მხოლოდ აღვნიშნავდი, რომ ავაქოვი და იაცენიუკი ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ისინი კორუმპირებული ჩინოვნიკები არიან."


„ვითარებაში უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი ჩაერია, რომელმაც სააკაშვილს „გასტროლიორი" უწოდა და მოსთხოვა, რომ „უკრაინიდან წათრეულიყო." რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ „ის უკრაინის ისეთივე მოქალაქეა, როგორც იაცენიუკი, უბრალოდ მას ხალხი არ გაუქურდავს".  უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო მხარეების დაწყნარებას ცდილობდა, შემდეგ კი  სხდომა დახურულად გამოაცხადა."- განაცხადა სახალხო დეპუტატმა სერგეი ლეშენკომ.


სკანდალის შემდეგ სააკაშვილიც და ავაქოვიც ჩანაწერის გასაჯაროებას ითხოვდნენ.


რა მიზეზებით მოხდა ეს დაპირისპირება?


„სააკაშვილი თავშეუკავაბელი პოპულისტია და მთელი მისი კარიერა აწყობილია არა ფაქტებზე, არამედ მის ვერსიებზე."- განუცხადა უკრაინულ საგენტოს გენადი დრუზენკომ.

„საქართველოში საშუალო დონის და დაბალი დონის კორუფცია არ არსებობდა, თუმცა ხელისუფლებაში ყველაფრის მონოპოლიზება მოხდა. ასეთი სისტემა შესაძლებელია შეიქმნას დიქტატორული ზეგვალენებითა და პრეზიდენტის მონაწილოებით. ამავე დროს, იაცენიუკი ძველი სისტემის განსახიერებაა, მას უყვარს სიწყნარე და ფული. აქ უბრალოდ დაპირისპირება ძალაუფლების გადანაწილებაზე მიდის. ამას არაფერი საერთო არ აქვს რეფორმებსა და სახელმწიფოს შენებასთან. ეს პოლიტიკურ თოქ-შიუს უფრო გავს.

პროფესიონალების ნაცვლად უკრაინაში ეპატაჟურობა და სხვა ქვეყნის ინტერესების იმპორტი განვახროციელეთ."


http://www.day.kiev.ua/ru/article/podrobnosti/konflikt-saakashvili-avakova-nastoyashchie-prichiny




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016