reportiori.ge - გიორგი გაბედავა: სიმართლის მხარეს ვარ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 01:43
საზოგადოება
გიორგი გაბედავა: სიმართლის მხარეს ვარ!
ავტორი:
20 დეკემბერი, 2015. 21:42


გიორგი გაბედავა დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების გამო დაკავებული სამი ახალგაზრდას შესახებ განცხადებას ავრცელებს სადაც აღნიშნავს, რომ უსამართლობაა კოსტუმის შემოხევის გამო ახალგაზრდების დაკავება.


გიროგი გაბედავა მთავრობას და კომპეტენურ უწყებებს მოუწოდებს, წინა ხელისუფლების შედომებს ნუ გაიმეორებენ.


„ცოტა ხნის წინ შევიტყვე ამ 3 ადამიანის დაპატიმრების შესახებ, მათ იხულიგნეს პარლამენტარ, დავით ლორქიფანიძის წინააღმდეგ, რის შედეგადაც დავითს  გაეხა კოსტიუმი, ეს რასაკვირველია არის კანონდარღვევა, მაგრამ საციხოდ გამეტება ახალგაზრდების ვისი პარტიის წევრებიც არ უნდა იყვნენ ისინი, არ შეიძლება, ეს არის მთავრობის დიდი შეცდომა, რადგან ჩვენ როდესაც დაგვაკავეს ანალოგიურად კოსტიუმი ჰქონდა დავით აქუბარდიას გახეული, მართალია მის ცემაში მონაწილეობა არცერთს არ მიგვიღია, მაგრამ საქმეში დაფიქსირებული იყო კოსტიუმის გახევის ფაქტი. დავითსაც მოვუწოდებ რომ მოითხოვოს ამ 3 ადამიანის განთავისუფლება.

კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ იმას, რომ ვარ ნაცმოძრაობის და თავისუფალი ზონის მტერი, პირდაპირი გაგებით, მაგრამ სიმართლის მხარეს ვარ და მსგავსი ფაქტების დროს მეორეხარისხოვანია ვინ არის ადამიანი და რას წარმოადგენს! მე ვითხოვ საქართველოს მთავრობისგან ამ 3 ადამიანის განთავისუფლებას! მიუხედავად ყველაფრისა!!! თუ მათ აკავებთ დააკავეთ ნახევარი პარლამენტი, გინდათ ნაცები და გინდათ ოცნების წარმომადგენლები! შერჩევითი სამართალი თუ იქნება საქართველოში, არაფერი ეშველება ქვეყანას არასდროს! ნაცებში ვინც დასაჭერები არიან ისინი დადიან ქუჩებში და თანამდებობებზე გყავთ და ამ 3 ადამიანის პატარა ხულიგნობა გახდა საციხო საქმე? სირცხვილია! ეს არ წაადგება მთავრობის სწორ განვითარებას, არა!!!

.. ამ 3 ადამიანს რომ ჰკითხოთ ჩემზე, გეტყვიან რომ რუსეთის აგენტი და პუტინის მონა ვარ, მაგრამ ამის გამო მათ არაადეკვატურ სასჯელს ვერანაირად ვერ დავეთანხმები! ისინი თუ მწამებენ ცილს, მე მათ არაადეკვატურ სასჯელს ვერ დავუჭერ მხარს, ღმერთი არსებობს ჯერ და მერეა მთავრობაც და კონსტიტუციაც. ამიტომ მთავრობავ, გონს მოდი და ამ 3 ადამიანს ნუ აქცევ პოლიტპატიმრად, როგორც გვაქციეს ჩვენ ნაცებმა!!! ნუ გაიმეორებთ იგივე შეცდომებს!!!"- წერს გაბედავა.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016