საპარლამენტო უმცირესობის წევრს, ლევან ბეჟაშვილს თავს დაესხნენ. შემთხვევა გვიან ღამით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას „რუსთავი 2" ავრცელებს.
„რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, კიევიდან თბილისში დაბრუნებულ დეპუტატს მგზავრთა გამოსასვლელთან რამდენიმე პირმა ჯერ ფიზიკური, შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„შემთხვევა მოხდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლისას. მოხდა ფიზიკური თავდასხმა, შეხლა-შემოხლა. პოლიტიკურ ლიდერებზე ხდება თავდასხმა, ეს წახალისებულია ხელისუფლებისგან და არაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს, კრიმინალთან ბრძოლა ხდებოდეს. ეს საქმე ბევრად უფრო მძიემეა იმასთან შედარებით, რომელიც "რუსთავი 2"-ის საქმესთან შედარებით ქუთაისელ ბიჭებს ეხება. ხელისუფლებას ვთხოვდი, რომ გამოუშვას ჩვენი ბიჭები", - განაცხადა ბეჟაშვილმა.
„რუსთავი 2"-ის ცნობით, სამართალდამცავებმა ინციდენტის 2 მონაწილე შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ლევან ბეჟაშვილი კი, ორთაჭალის პოლიციის შენობაში დასაკითხად გადაიყვანეს.