reportiori.ge - „137 წლის წინათ საქართველოში ღარიბი მეწაღის ოჯახში დაიბადა ბიჭი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა...“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 01:40
საზოგადოება
„137 წლის წინათ საქართველოში ღარიბი მეწაღის ოჯახში დაიბადა ბიჭი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა...“
ავტორი:
21 დეკემბერი, 2015. 11:24



ჟურნალისტი ალეკო ჩუბინიძე იოსებ ჯუღაშვილის-სტალინის დაბადების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც გთავაზობთ:

 

„ზუსტად 137 წლის წინათ, ამ დღეს, საქართველოში, გორში, ღარიბი მეწაღის ოჯახში დაიბადა ბიჭი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა...

 

ეს ბიჭი, მრავალი განსაცდელის მიუხედავად, მსოფლიო ისტორიის საჭეს სათავეში მოექცა და 30 წელზე მეტი ისე მართავდა, შეცილებაც ვერავინ გაუბედა...

 

ამ ადამიანმა 30 წლით შეაჩერა მსოფლიოში ის მოძრაობა, რომელიც დღეს პლანეტას მართავს...

 

ამ ადამიანმა იხსნა მსოფლიო ფაშიზმისგან და რასიზმისგან....

 

ამ ადამიანს, გარდაცვალებიდან 62 წლის მანძილზე მკვდარსაც ებრძვიან, მაგრამ უშედეგოდ...

 

ბევრმა არ იცის, რომ ამ ადამიანმა დაუბრუნა საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია...

 

ამ ადამიანმა და მეორე - „დიდ მეგრელად" წოდებულმა ქართველმა არ აპატიეს სერგო ორჯონიკიძეს სამშობლოს გაყიდვა, თვითმკვლელობა აიძულეს და ააძაღლეს...

 

ამ ადამიანმა დაღვარა მილიონობით ადამიანის და, რა თქმა უნდა, უამრავი უდანაშაულო ადამიანის სისხლი...

 

ამ ადამიანის მმართველობის დროს დახვრიტეს მიხეილ ჯავახიშვილი...

 

ამ ადამიანის მმართველობის დროს დახვრიტეს ტიციანი...

 

ამ ადამიანის მმართველობის დროს დაიხალა მწერალთა კავშირში ტყვია პაოლომ...

 

და მიუხედავად ყველაფრისა, ეს ადამიანი მსოფლიო ისტორიაში დღემდე ყველაზე ძლევამოსილი ადამიანია და ის ქართველია, თავისი ცოდვების თუ სიკეთეების მიუხედავად....

 

ჩვენ კიდევ გვირჩევნია, თაყვანი ვცეთ თუნდაც იმპერატორ ნაპოლეონს, არ გავაპროტესტოთ მისი სახელი ან სხვა აბსოლუტური ლიდერებისა მსოფლიოში (და როგორც ცნობილია, არცერთი, აბსოლუტური ძალაუფლება სისხლის გარეშე არ შექმნილა), სამაგიეროდ, პირველები ვართ სტალინის ძაგებაში....

 

ისე, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, სტალინი სომეხი რომ ყოფილიყო, ჩვენს მოძმე რესპუბლიკაში ყველაფერი არარატის ან სტალინის სახელობის იქნებოდა...

 

ასე რომ, ნუ გადავასწრებთ მაინც სხვებს ჩვენი თანამემამულის ლანძღვაში, დაცვაზე არაფერს ვამბობ, რა თქმა უნდა...

 

ხო, კიდევ ერთი: გერმანიაში, სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება ჰიტლერის თეორიით არიული რასის შესახებ... სულ ახლახან კი, 55 წლიანი პაუზის შემდეგ ამ ქვეყანაში „მაინ კამფ"-ის ახალი გამოცემა გავა გაყიდვაში...

 

არცერთი გერმანელი ჰიტლერის გინებაში პრიორიტეტს არ იჩემებს და ჩვენ რატომ ვართ რომის პაპზე უფრო მეტი კათოლიკეები, ვერ ვხვდები...

 

P.S. გორში სტალინის ძეგლი, თუნდაც ეგზოტიკის მოყვარული ტურისტების მიზიდვის მიზნით რომ გამოგვეყენებინა, არ ჯობდა?" - წერს ჩუბინიძე.






 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016