reportiori.ge - ტანტრუმი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 02:04
საზოგადოება
ტანტრუმი
ავტორი:
21 დეკემბერი, 2015. 11:32



მშობლების უმრავლესობას ერთხელ მაინც უნახავს პატარა ბავშვი, რომელიც „განსაკუთრებით ცუდად იქცევა" - აპროტესტებს, ტირის, კივის, ყვირის, ფეხებს აბაკუნებს, წვება იატაკზე, ხელ-ფეხს აქნევს და არ ემორჩილება გარშემომყოფებს.  ამ მდგომარეობას ფსიქოლოგები ტანტრუმს უწოდებენ.


ტანტრუმი შეიძლება განვიხილოთ განვითარების პროცესის განუყოფელ ნაწილად, რადგან  ადრეულ ასაკში ბავშვების უმეტესობა აწყობს ტანტრუმებს სხვადასხვა სიხშირით.   ტანტრუმი „ცუდი" საქციელი არ არის, ის შესაძლოა გამოწვეული იყოს პატარა ბავშვის გადაღლით, სტრესითა და იმედგაცრუებით, რასაც ბავშვები თავად ვერ უმკლავდებიან. ხშირად ტანტრუმს ადგილი აქვს იმიტომ, რომ ბავშვს არ შეუძლია, სიტყვებით ახსნას ის, რაც  უნდა.



მნიშვნელოვანია, მშობლებმა იცოდნენ სტრატეგიები, რომლებიც დაეხმარება მათ, მართონ ან თავიდან აიცილონ ტანტრუმი.


როგორ ავიცილოთ თავიდან ტანტრუმი:


  • ბავშვთან ურთიერთობის პროცესში იყავით თანმიმდევრულნი; მნიშვნელოვანია, ბავშვს ჰქონდეს ყოველდღიური რუტინა, რათა იცოდეს, რა არის დაგეგმილი, რას მოელიან მისგან და რა არის მისაღები ქცევა;


  • შეეცადეთ, გაზარდოთ ბავშვის ჩართულობა; დაავალეთ პატარ-პატარა საქმეების გაკეთება, მიეცით საშუალება, ყველა სიტუაციაში თვითონ გააკეთოს არჩევანი, თუმცა, არ შესთავაზოთ ბევრი ვარიანტი; იმის ნაცვლად, რომ ჰკითხოთ, რომელ პერანგს ჩაიცვამს, შესთავაზეთ, აირჩიოს ორი ან სამი პერანგიდან ერთ-ერთი;


  • დაუწესეთ ბავშვს კონკრეტული საზღვრები „რა შეიძლება" და „რა არ შეიძლება". მნიშვნელოვანია, თავად დაიცვათ დაწესებული საზღვრები სხვადასხვა სიტუაციებში;


  • თუ ბავშვი „არა"-ს საპასუხოდ აწყობს ტანტრუმს, ეცადეთ, უარყოფითი პასუხი შეცვალოთ დადებითად; მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ უთხრათ „არა, შენ ვერ მიიღებ ამას", უთხარით „დიახ, შენ შეგიძლია მიირთვა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ";


  • თუ ბავშვისათვის მითითების მიცემას აპირებთ, უმჯობესია, ყოველ ჯერზე ერთი კონკრეტული და რეალისტური მითითება მისცეთ და არა მითითებებათა სია;


  • შეეცადეთ წინასწარ განსაზღვროთ ტანტუმის მაპროვოცირებელი რისკები: დაფიქრდით, როდის აწყობს ბავშვი ტანტრუმს. მაგალითად, მაინცდამაინც სადილობის წინ ხომ არა? თქვენი შვილი შესაძლოა მშიერი ან დაღლილია ან თქვენი ყურადღების მიქცევა სურს, როცა თქვენ სხვა საქმით ხართ დაკავებული; გააანალიზეთ მსგავსი სიტუაციები და მიიღეთ პრევენციული ზომები, ერთად ჩაერთეთ სასიამოვნო აქტივობებში, მაგალითად, ერთად წადით სასეირნოდ, მოუსმინეთ მუსიკას, დაათვალიერეთ სურათები ან წაიკითხეთ წიგნი.


რა უნდა გააკეთოთ, როდესაც ტანტრუმი უკვე დაწყებულია:


გახსოვდეთ, თუ ტანტრუმი დაიწყო, თითქმის შეუძლებელია მისი შეჩერება, გარდა იმისა, რომ შეუსრულოთ ის, რასაც ბავშვი ითხოვს, ეს კი გრძელვადიანად გაუმართლებელია.


  • დარწმუნდით, რომ ბავშვი უსაფრთხოდაა და ეცადეთ მისი იგნორირება: დარჩით მასთან ახლომახლო და სხვა საქმიანობით დაკავდით. იგნორირებით თქვენ შეძლებთ, დაეხმაროთ ბავშვს, ისწავლოს თავის გრძნობებთან და რთულ სიტუაციებთან გამკლავება; აჩვენეთ, რომ არ ხართ ცუდ ხასიათზე და გულნატკენი. მიუხედავად იმისა, რომ მართლა ძალიან გაბრაზებული შეიძლება იყოთ, პატარას ამას ნუ აგრძნობინებთ;


  • ტანტრუმის მოწყობით არ მისცეთ ბავშვს საშუალება, მისთვის სასურველი რამ გააკეთოთ. ბევრი ბავშვი სულ მალე აღმოაჩენს ხოლმე, რომ ზოგჯერ „კარგად შესრულებულ" ტანტრუმი თავიდან ააცილებს არასასურველი აქტივობის შესრულებას ან ადვილად მიაღწევინებს სასურველ მიზანს;


  • შეინარჩუნეთ სიმშვიდე, თქვენი გაბრაზება არ დაგეხმარებათ;


  • ეცადეთ, არ გადახვიდეთ შეტევაზე; ნუ გააკეთებთ კომენტარებს, ნუ ეცდებით მასთან დალაპარაკებას, ნუ დაადანაშაულებთ მას და ნურც დასჯით. ეს შესაძლოა ძალიან ძნელი იყოს, მაგრამ ეცადეთ, არ მიაქციოთ ყურადღება;


  • როცა ყველაფერი ჩამთავრდება და ბავშვი დამშვიდდება, შეუქმენით კომფორტი, მაგრამ ნუ შეუსრულებთ იმ მოთხოვნას, რის გამოც მან ტანტრუმი მოაწყო. შეაქეთ იმისათვის, რომ დაწყნარდა.



აღნიშნული მასალა წარმოადგენს „საქართველოს ბავშვების" ინტელექტუალურ საკუთრებას და შესაბამისი საავტორო უფლება დაცულია




ავტორი: ლელა კლდიაშვილი

წყარო: cog.ge 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016