reportiori.ge - ყველაზე ახალგაზრდა მეეზოვე ახალციხეში: „დედის საფლავი უნდა გამეკეთებინა, აქ მუშაობა იმიტომ დავიწყე“...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 01:46
საზოგადოება
ყველაზე ახალგაზრდა მეეზოვე ახალციხეში: „დედის საფლავი უნდა გამეკეთებინა, აქ მუშაობა იმიტომ დავიწყე“...
ავტორი:
21 დეკემბერი, 2015. 11:57


ახალციხის „კეთილმოწყობის სამსახურში" ყველაზე ახალგაზრდა მეეზოვე 27 წლის ნადეჟდა სოკოლოვაა. ნადეჟდა მეეზოვედ უკვე მეშვიდე წელია მუშაობს და ამბობს, რომ ამ პროფესიის დაუფლებაზე არასდროს უფიქრია და მეეზოვედ მუშაობა მძიმე სოციალური პირობების გამო გადაწყვიტა.


ახალგაზრდა მეეზოვეს, რომელსაც 9 აპრილის და რუსთაველის ქუჩებზე ყოველდღე შეხვდებით, პირველი სამუშაო დღე არასდროს ავიწყდება: „ ჩემს ადგილზე ადრე დედა მუშაობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი, ეს პროფესია მე გავაგრძელე. მაშინ 21 წლის ვიყავი, დედა დავასაფლავე და იმ დღესვე სამსახურში გამოვედი. თან ვტიროდი, თან ქუჩას ვალაგებდი".


ნადეჟდას თქმით, მეეზოვედ მუშაობა თავიდან რცხვენოდა, მეტიც, როდესაც ნაცნობებს და უნივერსიტეტიდან მომავალ კლასელებს ხედავდა, იმალებოდა: „ახლა მივეჩვიე, აღარ მრცხვენია".


მიზეზი, რის გამოც სირცხვილი უნდა გადაელახა, დედის საფლავი იყო: „საფლავი უნდა გამეკეთებინა, ამას ფული სჭირდებოდა, გავაკეთე და მალევე მამაც გარდაიცვალა. მის საფლავზე ახლა მხოლოდ სურათის დახატვა დამრჩა".


ქვის დახატვის შემდეგ ნადეჟდა ფულის გროვებას სახლისთვის დაიწყებს: „სახლი, რომელშიც ვცხოვრობდი, ორი წლის წინ, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დედამთილმა წამართვა. ვაპირებ, რომ ამის გამო სასამართლოში ვიჩივლო, იმედია, გავიმარჯვებ".


იგი ახლა მარტო, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს: „ადვოკატებისა და ბინის ქირის გამო სახლის საყიდლად ფულის მოგროვება ალბათ გამიჭირდება. ეს ერთდაერთი ოცნება მაქვს და იმედია, ავიხდენ. სამსახურის შეცვლას კი ჯერჯერობით არ ვაპირებ".


ამბობს, რომ უკვე ძალიან სცივა და განსაკუთრებით დილით ადრე ხელები ეყინება, თუმცა რომ არ იმუშაოს, სხვა გამოსავალი არ აქვს: „ძალიან ძნელია, მცივა. საღამოს ხუთი საათიდან 12 საათამდე ვასუფთავებ. ყინავს, მაგრამ არავის იმედი არ მაქვს და ამიტომ უნდა ვიმუშაო".


ნადეჟდა იმედოვნებს, რომ მომავალში ყველაფერი უკეთესად იქნება. ახალგაზრდებს კი ურჩევს, რომ კარგად ისწავლონ: „ყველაფერი კარგად იქნება. შეეცადეთ, რომ ისწავლოთ, და ჩემსავით პირველივე სამუშაო დღეს ცრემლები არ ღვაროთ".



 

 

 

 

წყარო: „სამხრეთის კარიბჭე", ვარლამ წიკლაური

 

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016