reportiori.ge - შალვა ხუციშვილი: გვექნება საპილოტე პროგრამა, რომელიც სკოლებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესწავლას მოიცავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 11:41
პრეს-დაიჯესტი
შალვა ხუციშვილი: გვექნება საპილოტე პროგრამა, რომელიც სკოლებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესწავლას მოიცავს
ავტორი:
21 დეკემბერი, 2015. 12:01



მომავალ წელს, ვფიქრობთ, რომ გვექნება საპილოტე პროგრამა, რომელიც მოიცავს სკოლებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესწავლას", - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი „კვირის ქრონიკას" ესაუბრა და აქვე განმარტა, რომ სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ მაშველები, მეხანძრეები - 112-ის თანამშრომლები და პროცესი გახდება ინტერაქტიული.

 

„ვცდილობთ, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებამ მოიცვას ყველა მიმართულება. ნებისმიერ ქვეყანაში ავტოპარკი არის მხოლოდ ერთი ნაწილი და დიდი ყურადღება ექცევა ცნობიერების ამაღლებას, რომელიც მეორე ნაწილია. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ მიმართულებითაც აქტიურად ვიმუშაოთ და უკვე მომავალ წელს, ვფიქრობთ, რომ გვექნება საპილოტე პროგრამა, რომელიც მოიცავს სკოლებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესწავლას, რომელსაც მაშველები, მეხანძრეები - 112-ის თანამშრომლები, კომპლექსურად შეასწავლიან მოსწავლეებს და პროცესი გახდება ინტერაქტიული.

 

ვცდილობთ და გვინდა, რომ როდესაც მამა ან დედა არღვევს, იმ დონეზე განვითარდეს ბავშვი, რომ უთხრას - „ნუ დაარღვევ, ასე არ შეიძლება". ამ მიმართულებით განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ, საკითხს კომპლექსურად ვუდგებით", - განაცხადა ხუციშვილმა.

 

 

წყარო:   „ალია" - „ქრონიკა"


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016