„ვწუხვარ, რომ საზოგადოებას ამ ვიდეოს ყურება მოუწია. ემოციებს ავყევი, მაგრამ ყალბი ადამიანი არა ვარ - თუ ვიღაც შეურაცხყოფას მაყენებს, პასუხს მაშინვე ვცემ. რეალურად უკრაინული პოლიტიკა კიდევ უფრო ბინძურია. დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ გავივლით და ხელისუფლებაში ახალგაზრდა, ნაკლებად ემოციური ადამიანები მოვლენ", - ამ განცხადებას უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი მასსა და სააკაშვილს შორის მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აკეთებს:
„მას ასეთი მეთოდი აქვს - ვინც შეეხება, ყველა ქურდად უნდა გამოაცხადოს. ავიწყდება, რომ კორუფციაზე ბრალდების გაჟღერებას მტკიცებულებები სჭირდება. ის კარგად მალავს ფაქტებს და რეალური სახის შენიღბვასაც ახერხებს. სააკაშვილმა ოდესის პროკურატურაში თავისი გუნდის წევრი საყვარელიძე დანიშნა, პოლიციასაც მისი თანაგუნდელი ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს, მაგრამ რომელი კორუფციონერი დაიჭირეს ოდესაში? სააკაშვილის სიტყვასა და საქმეს შორის დიდი განსხვავებაა. ამ ინციდენტამდე ერთი კვირით ადრე სააკაშვილს შევხვდი. მეგობრულად ვისაუბრეთ. რეფორმებსა და სხვა საკითხებზე, რომელსაც არ გავასაჯაროებ. ისიც კი მითხრა, კარგი მინისტრი ხარ და საუკეთესო რეფორმებს ატარებო.
იცით, ადეკვატურ მინისტრად მაშინ ვგრძნობ თავს, როდესაც ვხვდები, რომ უკრაინაში ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა მეტ-ნაკლებად შემიძლია. თუ ცალი ხელით შიდა მტრებსა და ინტრიგებს უნდა ვებრძოლო, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ მერე ხელით სისტემის ცვლილებას ვახერხებ. როგორც კი მივხვდები, ეს არ გამომდის, თანამდებობაზე დარჩენის მოტივაციაც აღარ მექნება. სწორედ ამ მიზნით სააკაშვილს მშვიდად ვუთხარი: ბატონო მიხეილ, მომიტანეს ქაღალდები, სადაც რუსულ კომპანიასთან თქვენი კავშირები იკვეთება, გადაღებულია შეხვედრებიც-მეთქი, მაგრამ წინადადების დასრულების შესაძლებლობა არ მომცა. სააკაშვილი დამნაშავეა თუ არა, ამაზე საუბარი ჩემს კომპეტენციას სცილდება - ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს", - აცხადებს ავაკოვი.
წყარო: გაზეთი „კვირის პალიტრა"