„სამარშუტო ტაქსის მძღოლებისთვის გამონაკლისი არ იქნება ისევე, როგორც სახელმწიფო ორგანოების საკუთრებაში არსებული ავტომობილების მძღოლებისთვის", - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი საუბრობს. როგორც ხუციშვილმა შს სამინსიტროს მიერ მართვის მოწმობაზე ქულების დაწესებაზე საუბრისას განაცხადა, თუკი მძღოლი წელიწადში კანონს დაარღვევს 20-ჯერ და 27-ჯერ, სახელმწიფო მას აკისრებს ვალდებულებას, რომ „უფრო მეტად დაფიქრდეს".
„საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კარგია, მაგრამ ეს არის ერთი საკითხი. მეორეა ადმინისტრირების გამკაცრება-გაუმჯობესება-პრევენცია, რასაც ემსახურება ქულების სისტემა, რომელიც გულისხმობს შემდეგ რამეს - ქართული რეალობის გათვალისწინებით, ნორმალური მძღოლი წელიწადში 3-5-ჯერ არღვევს კანონს. ეს ქულათა სისტემა უშვებს, რომ მძღოლმა კანონი დაარღვიოს 7-ჯერ. მაგრამ, შენ თუ წელიწადში არღვევ 20-ჯერ და 27-ჯერ და შენთვის ერთი დარღვევა ნიშნავს მხოლოდ 30 ან 40 ლარს, მაშინ სახელმწიფო, ცნობიერების ამაღლების მხრივ, გაკისრებს ვალდებულებას, რომ უფრო მეტად დაფიქრდე", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
წყარო: „ალია" - „ქრონიკა"