reportiori.ge - ირაკლი დოკვაძე მისი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 07:53
სამართალი
ირაკლი დოკვაძე მისი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს
ავტორი:
21 დეკემბერი, 2015. 15:29



ირაკლი დოკვაძე, რომელიც გამსახურდიას ხელისუფლების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი გახლდათ, მერვე დღეა შიმშილობს. დოკვაძეს შევარდნაძის მმართველობის დროს ჯერ დახვრეტა, ხოლო შემდეგ 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ბოლოს კი გაამართლეს და გაათავისუფლეს. დოკვაძე სააკაშვილის მმართველობის დროს - 2009 წელს მკვლელობის მცდელობის მოტივით დააკავეს და 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.


ირაკლი დოკვაძე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, მისი საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. როგორც დოკვაძე განმარტავს, მის საქმეში ახალი გარემოებებია აღმოჩენილი.


აქვე დოკვაძე შეხვედრას ითხოვს ეკა ბესელიასთან, დავით უსუფაშვილთან, უჩა ნანუაშვილთან და სხვა კომპეტენტურ პირებთან შეხვედრას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი შიმშილის შეწყვეტას არ აპირებს.


აღნიშნულ ფაქტს ეხმაურებიან პარლამენტის ყოფილი წევრები თენგიზ დიხამინჯია და ნანა დევდარიანი. როგორც მათ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, პარლამენტის 40-მა ყოფილმა წევრმა ხელი  მოაწერა მოთხოვნას, რომ ირაკლი დოკვაძის საქმე გადაიხედოს.


„თავად ის ადამიანიც კი, ვისი მკვლელობის მცდელობის გამოც დოკვაძე სასჯელს იხდის, აცხადებს, რომ ირაკლი დოკვაძე არ არის დამნაშავე და უკანონოდ იხდის სასჯელს.

 

ირაკლი დოკვაძის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და მინდა, საზოგადოებას ვთხოვო, რომ შემოკრას განგაშის ზარი. უნდა ჩაერიონ საქმეში უფლებადამცველები. საქმე უნდა გადაიხედოს", - განაცხადა თენგიზ დიხამინჯიამ.

 

ნანა დევდარიანი ირაკლი დოკვაძის საქმეს ხელისუფლების ლაკმუსის ქაღალდს უწოდებს.

 

„ირაკლი დოკვაძის ბედი არის უნიკალური იმით, რომ ბოლო ორნახევარი ათწლეულის განმავლობაში, რა უბედურებაც დაატყდა ქართველ ერს, ყველაფერმა ამან ასახვა პოვა ირაკლი დოკვაძის ბიოგრაფიაში.

 

ეს არის ჩვენი სინდისის საკითხი. დაზარალებულის ჩათვლით, ყველამ ვიცით, რომ ამ ადამიანს ეს დანაშაული არ ჩაუდენია და ის 30 წელი ციხეში უნდა იჯდეს.  ჩვენ თუ ამას მივიღებთ, ეს უკვე ჩვენი სინდისის პრობლემაა. დოკვაძის საქმე არის ლაკმუსის ქაღალდი დღევანდელი ხელისუფლებისთვის", - განაცხადა ნანა დევდარიანმა.



 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016