reportiori.ge - ამირან გამყრელიძე: მომავალი 5 წლის განმავლობაში 3 მილიონამდე ადამიანის სკრინინგი უნდა მოხდეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 01:44
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე: მომავალი 5 წლის განმავლობაში 3 მილიონამდე ადამიანის სკრინინგი უნდა მოხდეს
ავტორი:
21 დეკემბერი, 2015. 15:50



დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ C ჰეპატიტის სკრინინგის თემაზე გამართულ ბრიფინგზე, სადაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველი ეტაპის შედეგები შეაჯამა, განაცხადა, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში 3 მილიონამდე ადამიანის სკრინინგი უნდა მოხდეს.



C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის ფარგლებში ნებაყოფლობითი სკრინინგი 2015 წლის ნოემბრიდან დაიწყო და 50 000 ადამიანის ნებაყოფლობითი სკრინინგი მოხდა მთელი საქართველოს მასშტაბით. დეკემბრის მონაცემებით, სულ გამოკვლეულია 11 124 ადამიანი.უფასო სკრინინგი დღესაც მიმდინარეობს და სამი თვის განმავლობაში კიდევ უფასო იქნება. ჩვენი სამიზნე მაჩვენებელია ყოველწლიურად დაახლოებით 400 000 ადამიანის სკრინირება. ანუ მომავალი 5 წლის განმავლობაში 3 მილიონამდე ადამიანის სკრინინგი უნდა მოხდეს, რადგან ყველას სტატუსი ვიცოდეთ და ინფიცირებულების მკურნალობა დაიწყოს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.



მისი განცხადებით, ნებაყოფლობითი სკრინინგის ფარგლებში განსაკუთრებული აქტივობით აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონები გამოირჩეოდნენ. ყველაზე დაბალი აქტივობით კი - თბილისი.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016