reportiori.ge - „მიგრაცია და ადამიანით ვაჭრობა“- ევროკავშირის პროექტის საჯარო ლექცია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 01:23
საზოგადოება
„მიგრაცია და ადამიანით ვაჭრობა“- ევროკავშირის პროექტის საჯარო ლექცია აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში
ავტორი:
21 დეკემბერი, 2015. 16:31



მიგრაცია და არალეგალური მიგრაციის საფრთხეები; ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), როგორც დანაშაული; ტრეფიკინგის საფრთხეები და ტრეფიკინგთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა - ამ თემებთან დაკავშირებით „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში" საჯარო ლექცია გაიმართა.


ღონისძიება ევროკავშირის კამპანიის - 2015 წელი ევროპული განვითარებისთვის ‪#‎EYD ფარგლებში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტის „ერთად შევეგებოთ ევროპას" მიერ ჩაატარა.


ლექციას თემაზე -„მიგრაცია და ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)" 50-ზე მეტი სტუდენტი დაესწრო. თითოეულ მათგანს მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი გადაეცა.


საჯარო ლექციას კითხულობდნენ ქეთევან ხუციშვილი - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში პროგრამების მენეჯერი, ზვიად დევდარიანი - სამოქალაქო განვითარების სააგენტო „სიდას" (CiDA) დირექტორი, ქეთევან სარაჯიშვილი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის მრჩეველი, დიანა როსტიაშვილი - შსს-ს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი და ქეთი აბულაშვილი - ორგანიზაცია „ემიგრანტები სამოქალაქო განვითარებისთვის" (აღმასრულებელი დირექტორი, იურისტი, ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით).


საჯარო ლექცია ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016