reportiori.ge - GFF: მომხდარმა ტრაგედიამ დაამწუხრა ქართული და სრულიად ევროპული საფეხბურთო სამყარო…
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 01:42
საზოგადოება
GFF: მომხდარმა ტრაგედიამ დაამწუხრა ქართული და სრულიად ევროპული საფეხბურთო სამყარო…
ავტორი:
21 დეკემბერი, 2015. 17:00



საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დავით პეტრიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს:


„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ დავით პეტრიაშვილის გარდაცვალების გამო. ამ მძიმე წუთებში, როდესაც ყველანი მომხდარი ტრაგედიის გამო ვგლოვობთ, გვსურს, გავიხსენოთ მისი ღვაწლი ქართული საფეხბურთო სამყაროსა და ქვეყნის წინაშე.

 

დავით პეტრიაშვილი თანამედროვე  ქართული ფეხბურთის გამორჩეული სახე, წარმატებისა და პროფესიონალიზმის სიმბოლო იყო. 21 დეკემბერს, თბილისში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც იგი 46 წლის ასაკში იმსხვერპლა, დაამწუხრა ქართული და სრულიად ევროპული საფეხბურთო სამყარო. უეფა-ს წევრი ნაციონალური საფეხბურთო ასოციაციების წარმომადგენლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მისი ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

 

წლების წინ მისი საფეხბურთო კარიერა ფეხბურთის ფედერაციაში დაიწყო. შემდეგ იყო თბილისის „დინამო", უეფა-ს დელეგატის პოზიცია. ბოლო რამდენიმე წელი კი, დავით პეტრიაშვილი უეფა-ს ნაციონალური ასოციაციების დემარტამენტში, ჰეთ-თრიკის პროგრამის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა.

 

იგი ყოველთვის იყო ქართული ფეხბურთის მხარდამჭერი, საქართველოს ელჩი უეფა-ში, რომელიც ძალღონეს არ იშურებდა ქართული ფეხბურთის წინსვლისა და განვითარებისათვის.

 

გვინდა, სამძიმრის სიტყვები ვუთხრათ დავით პეტრიაშვილის ოჯახს, მის მეგობრებსა და ახლობლებს. ჩვენთვის, ისევე როგორც მათთვის, ეს უდიდესი განსაცდელია.

 

ამ ტრაგედიის გამო,  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ წლის ბოლომდე დაგეგმილი ყველა ღონისძიება გაუქმებულია", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.



უეფა-ს ეროვნული ასოციაციების სამმართველოს უფროსი მენეჯერი დავით პეტრიაშვილი  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.


პეტრიაშვილი საქართველოში შვეიცარიიდან საშობაო არდადეგებზე ჩამოვიდა. ის ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი გახდა. ქართველი საფეხბურთო მაღალჩინოსანი, გზაზე ფეხით გადადიოდა, ამ დროს კი მას მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.


დავით პეტრიაშვილი უეფა-ს და ფიფა-ს მატჩების დირექტორი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, თბილისის „დინამოს" ყოფილი მმართველი დირექტორი გახლდათ.


პეტრიაშვილი სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ქალაქ ბლუმფონტეინში გამართული ყველა მატჩის დირექტორი იყო.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016