reportiori.ge - უფასო ტრენინგი ნოტარიუსთა პალატაში „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტთათვის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 27 თებერვალი, 2025. 01:42
საზოგადოება
უფასო ტრენინგი ნოტარიუსთა პალატაში „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტთათვის
ავტორი:
21 დეკემბერი, 2015. 17:31



„აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში" საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ, მოიცავს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენთათვის სანოტარო სამართლის შესწავლაში ხელის შეწყობას, ლექცია-სემინარების ჩატარებას, შეხვედრების ორგანიზებასა და სანოტარო საქმიანობის, ნოტარიატში დანერგილი რეფორმების გაცნობას, ასევე პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, სტუდენტების პრაქტიკული კურსების გავლას.


მემორანდუმს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ ნინო ხოფერიამ და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა მოაწერეს ხელი. ნინო ხოფერიამ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს ნოტარიატის რეფორმა გააცნო.


საქართველოს ნოტარიუსთა პალატა უნივერსიტეტთან ერთად სხვა აქტივობებსაც გეგმავს, რაც მემორანდუმით განსაზღვრული მიზნის განხორციელებას შეუწყობს ხელს.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016